როგორც ყველა ბიჭს ფეხბურთი მასაც ბავშვობიდან უყვარდა, საკმაოდ კარგად თამაშობდა და დღემდე თამაშობს, მაგრამ ფეხბურთმა მასში ისე, როგორც სიმღერამ, ვერ იძალა. ის და სპორტის სხვა სახეობები მისთვის მხოლოდ ჰობად დარჩა. სიმღერას კი 17 წლისნიკა კუბლაშვილიაპირებს, რომ სერიოზულად გაჰყვეს. მას მართლა გამორჩეული მონაცემები აქვს. გასულ კვირას მისი ნამღერის ვიდეოებმა სოციალური ქსელი მთლიანად მოიცვა.
ნიკა კუბლაშვილის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და ისე მოხდა, რომ მისი პირველი ინტერვიუც ჩავწერეთ. ცოტას ღელავდა, რადგან მორცხვიც არის. დანარჩენს უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
- შენი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. რას განიცდი ამ დროს?
- ცოტა ისეთი ვარ, ვერ გამოხატავ ემოციებს, გულის სიღრმეში კი ძალიან მიხარია. პასუხისმგებლობა არ მაკლდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ მომემატა.
- მოგვიყევი შენზე...
- დავიბადე რუსთავში, სამი წელი იქ ვცხოვრობდით, შემდეგ სოფელში წამოსვლა მოგვიწია, ბებია და ბაბუა მყავდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში და აქ გადმოვედით. იმის მერე აქეთ ვართ. სკოლაშიც აქ ვსწავლობ. მეთორმეტეკლასელი ვარ.
- პირველად როდის გამოვლინდა შენში მუსიკალური მონაცემები?
- სადღაც 4 წლიდან ვმღერი. მაშინ სოციალურ ქსელები, არც "იუთუბი“ ასე განვითარებული... "ბასტი-ბუბუს“ სიმღერებიდან მაქვს მუსიკის მოსმენა დაწყებული. ამ სტუდიის ჩანაწერებს ვუსმენდი. მერე მშობლებმა რომ შემატყვეს, რომ მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენდი და მონაცემები მქონდა, გადაწყვიტეს აფენში საკრავზე სასწავლებლად შევეყვანეთ. ეს იმ დროისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. ადგილობრივ პედაგოგთან დავდიოდი და ფანდურზე დაკვრას ვსწავლობდი. განაგრძეთ კითხვა