ამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტით 15 მსხვილი ინდური კომპანია იმყოფებოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.
ადმინისტრაციის ცნობითვე, ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.
"საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია - არაერთმა ქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორც საქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები - ქორწილების დამგეგმავები ინდოეთიდან,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. იხილეთ სრულად