მომღერალ ნინი შონიას მაყურებელი სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან იცნობს. ბოლო პერიოდში კი ნინი საოპერო მიმართულებით მეტად დაინტერესდა და მისი სახით ქართულ ოპერას ახალი პერსპექტიული ვარსკვლავი ეყოლება.
ნინი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა თავის რჩეულზე -ლაშა ერედელზე. წყვილმა ჯერ ჯვარი დაიწერა - 28 აგვისტოს.
მერე კი ტრადიციული ქორწილი გადაიხადა, ბევრი ცეკვით და სიმღერით. ნინიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქორწილის კადრები და უამრავი დამსახურებული კომპლიმენტი დაიმსახურა.