როცა სკოლაში ბავშვებს ამ პროდუქტებს ატანთ, ითენთება და წამოწოლა უფრო უნდება, ვიდრე აქტიური სწავლა და მეცადინეობა - ეკა უბერი გირჩევთ, რა გაატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად - მშობლები

როცა სკოლაში ბავშვებს ამ პროდუქტებს ატანთ, ითენთება და წამოწოლა უფრო უნდება, ვიდრე აქტიური სწავლა და მეცადინეობა - ეკა უბერი გირჩევთ, რა გაატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად

2025-09-10 11:31:54+04:00

პედიატრი ეკა უბერი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა პროდუქტები უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოს და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთოს:

- შევთანხმდეთ, რომ პურ-ფუნთუშეული არასდროს გავატანოთ. ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, ის საკვები, რაც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და დიდი რაოდენობით არაჯანსაღ პროდუქტებს შეიცავს, არ გავატანოთ. ეს კალორიებით დატვირთული კვებაა და ჯანსაღი არ არის. პირიქით, შეიძლება, შუალედებში, გაკვეთილებს შორის მიღებულმა ასეთმა საკვებმა, ბავშვი მოადუნოს, იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით სისხლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნაწილდება და ჩვენ, ყველა, ასეთ დროს ვითენთებით და უფრო წამოწოლა გვინდა, ვიდრე აქტიური სწავლა და მეცადინეობა.

სასურველია, ბავშვებს სტაფილო, კიტრი, ტკბილი ბულგარული წიწაკა, უკიდურეს შემთხვევაში, ხილი, ვაშლი, ბანანი, ასევე, თხილეული, ნიგოზი, ნუში გავატანოთ. ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამავდროულად, საკმარისი რაოდენობის კალორიები აქვს, რომ ბავშვმა მეცადინეობა აქტიურად განაგრძობს.