"არასდროს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა... ძალიან რთულია, ორი შვილი რომ გყავს თან" - რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ საუბრობს - მშობლები

"არასდროს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა... ძალიან რთულია, ორი შვილი რომ გყავს თან" - რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ საუბრობს

2025-09-10 14:16:12+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი, ნანკა გვარის პოდკასტში პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ქმართან დაშორების შემდეგ რთულ პერიოდს იხსენებს:

"ქმართან დაშორებისათვის მზად არ ვიყავი. ამ თემაზე მოკლედ მინდა, ვისაუბრო. მეორე მხარეცაა და არ მინდა, რომ ვანერვიულო. ეს პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ბევრი წლის ფიქრი, აწონ-დაწონვა დამჭირდა... არასდროს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ცვლილებები მიჭირს. ბავშვობაში რომელი ჩანგლითაც ვჭამდი, სახლში რომ მივდივარ, ისევ იმით ვჭამ. ისევ ის ჭიქა მაქვს... ცვლილებების მეშინია, ყველა კუთხით. სახლის შეცვლის, ყველაფრის... რომ გავთხოვდი და წავედი, ერთი კვირა მაინც ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და ვიჯექი. მიჭირს... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ვარ და ორი შვილი მყავს, ბევრს საქმეს შევეჭიდე, ამ ფიქრებმა მომიღო ბოლო." - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

მსახიობი იხსენებს, რომ მეუღლესთან საბოლოოდ დაშორებამდეც ჰქონდა უთანხმოების ეტაპი, როდესაც ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მისი თქმით, ახლა ქმართან დაშორება გააზრებული გადაწყვეტილებაა:

"დაშორება კიდევ უფრო რთულია. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. ძალიან რთულია, ორი შვილი რომ გყავს თან. 8 თვე გავიდა და ჩემთვის ეს ჯერ კიდევ რთული თემაა. მაგრამ, გააზრებული, გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა." - ამბობს მსახიობი.

4 თვეა ცალკე გადავედით საცხოვრებლად, მე და ჩემი შვილები... ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში... - რუსკა მაყაშვილი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე ალაპარაკდა
არავის რჩევას არ ვითვალისწინებ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ჩემი შვილები არიან და მე როგორც ვგრძნობ, ისე ვზრდი - ძალიან თავისუფლად - რუსკა მაყაშვილი
რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? რა მაგალითს აძლევთ ახალ თაობას? - რა მისწერეს რუსკა მაყაშვილს და რას პასუხობს ტელეწამყვანი