ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ პატარა ნინა მონათლეს. ნინას ნათლიები ანა ზამთარაძე და ლაშა მოწონელიძე არიან. ლაშა რუსკა ქარქაშაძის მეუღლეა.
ნათლობის ცერემონიის შემდეგ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა სადღესასწაულო გარემოში გაგრძელდა და ცოლ-ქმრის ბევრი ცნობილი მეგობარი ესწრებოდა სუფრას.
ნინა თითქმის რვა თვისაა. მისი სახე ჯერ არ გაუსაჯაროებიათ მშობლებს და ფოტოებზე დაფარულია. გიოსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ 2 წლის გახდა, დიდხანს არ იცნობდა საზოგადოება და რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნეს პირველად მისი ფოტოები.