ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, ამ თემაზე ღიად საუბრობს გადაცემებში თუ სოციალურ ქსელში და სურს მაგალითად იქცეს ქალებისთვის, რომლებიც კიბოს ებრძვიან.
"პირველი ეტაპი არის აღიარება, უნდა აღიარო რაც გჭირს. მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღიარებაა. მეგობრები მეჩხუბებიან რატომ ამბობ, რომ კიბო გაქვს, ადამიანი ხომ ამბობს, როცა რამე სტკივა, წონაშია მომატებული, მე რატომ არ უნდა ვთქვა? - ეს აღიარება ბრძოლისთვის შემართებას მაძლევს... სანამ მეტყოდნენ, ტვინში უკვე ვიცოდი, რომ კიბო მქონდა. მთელი ცხოვრება ხომ რაღაცა ფობია ხომ გვაქვს. მთელი ცხოვრება ველოდებოდი კიბოს და ვიცოდი, რომ კიბო უნდა მქონოდა. ერთი დეიდა ძუძუს კიბოთია გარდაცვლილი, მეორეს რემისია აქვს ოცწლიანი. თან როგორი მოწესრიგებულად ვაკეთებდი იცით, 6 თვეში ერთხელ ვიმოწმებდი თავს. ასპროცენტიანი ვიცი, რომ მე დავმართე საკუთარ თავს. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ფიქრებს. იქ მივდივართ და ის გვემართება რისიც გვეშინია. ყველა შიშს სიკვდილის შიში უდგას უკან, არ არსებობს სხვა შიში. ქალებს მინდა ვუთხრა, არ იტირონ და არ აღიქვან ეს როგორც განაჩენი. ძალიან კარგი წლები გელოდებათ წინ და მოდი 6 თვე გადავდოთ და ვიმკურნალოთ", - აღნიშნა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
დღეს კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი: