"მას შეეძლო წასვლა, მაგრამ ჩემთან დარჩა, ის ყველაზე ერთგული ადამიანია... ჩემი დიაგნოზით, დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ უკვე 22 წლის ვარ და ბედნიერიც ვარ..." - ყაზახი ინფლუენსერის უჩვეულო ცხოვრება და წარმატება, მძიმე დიაგნოზის მიუხედავად - მშობლები

"მას შეეძლო წასვლა, მაგრამ ჩემთან დარჩა, ის ყველაზე ერთგული ადამიანია... ჩემი დიაგნოზით, დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ უკვე 22 წლის ვარ და ბედნიერიც ვარ..." - ყაზახი ინფლუენსერის უჩვეულო ცხოვრება და წარმატება, მძიმე დიაგნოზის მიუხედავად

2025-09-11 00:15:49+04:00

ყაზახი ბლოგერი და ინფლუენსერი ნაზერკა ერმეკი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. მას ასი ათასობით გამომწერი ჰყავს, იწვევენ ტელევიზიებში, იუთუბ არხებზე და ბევრი ადამიანისთვის იქცა მაგალითად და მოტივაციად, რომ მძიმე დიაგნოზიც არ არის განაჩენა.

ნაზერკას სპინალური კუნთოვანი ატროფია აქვს - გენეტიკური პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც ზურგის ტვინში სამოძრაო ნეირონები იკარგება, რაც იწვევს კუნთოვან სისუსტეს, ატროფიას, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას.

ნაზერკა ამბობს, რომ მიუხედავად ამ დიაგნოზისა, ოჯახში ყოველთვის ისე ეპყრობოდნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და თავდაჯერებულ, ბედნიერ ბავშვად იზრდებოდა, რაც დაეხმარა იმაში, რომ ახლაც წარმატებულად იგრძნოს თავი. მშობლები გამუდმებით მის გვერდით იყვნენ, მამა კი ახლაც მისი მუდმივი თანამგზავრია. უვლის, ყველაფერში ეხმარება და მასვე დაჰყავს გადაცემებში.

sma66-1757574607.png

- თავს არასდროს ვგრძნობდი ინვალიდად. ოჯახი სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად აღმიქვამდა და ასევე მეპყრობოდა. ამიტომ არასდროს მიმაჩნდა თავი სხვებზე უფრო დაბლა მდგომად. დედა სულ ხელს უწყობდა ჩემს განვითარებას. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. როცა ვერ შევძელი ჩემით სუნთქვა და აპარატზე შემაერთეს, დედა ჩემთვის ყველაფერი გახდა. სულ გვერდით იყო და აპარატსაც ხშირად რთავდა, რომ ჩემით სუნთქვა მესწავლა. და ჩემი ახლანდელი წარმატება, ეს დედას და მამას შრომის შედეგია.

sma3-1757574608.jpg

შეიძლება რაღაცაში წავაგე, მაგრამ ზუსტად ვიცი, საუკეთესო მამა მოვიგე... მას შეეძლო წასვლა, მაგრამ ჩემთან დარჩა, ის ყველაზე ერთგული ადამიანია...

sma5-1757574608.jpg

ექიმები ამბობენ, რომ ჩემი დიაგნოზით დიდხანს არ ცოცხლობენ. მაგრამ მე უკვე 22 წლის ვარ. და ძალიან კარგი ცხოვრებით ვცხოვრობ. მინდა ჩემი მაგალითით სხვები შთავაგონო. თავდაჯერება, მშობლების სიყვარული და გვერდით დგომა უმნიშვნელოვანესია. და კიდევ - ინტერნეტი, რომელმაც ზღვა შესაძლებლობა მომცა, რეალიზების საშუალება მაქვს და შემოსავალიც გამიჩნდა, თანაც, არც ისე მცირე, სწორედ ინტერნეტის მეშვეობით...

sma-1-1757574608.jpg

ასე მგონია, რომ ვცხოვრობ სხეულში, რომელიც ყოველდღე გამოწვევებს მთავაზობს. ისეთი დიაგნოზი მაქვს, რომლის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ამით ცხოვრება - კი. სწორედ ამ დაავადებამ გამაძლიერა და მასწავლა, დავაფასო ცხოვრებისეული მომენტები, გავიხარო მარტივი რამეებით და გავაცნობიერო, რომ ძალა არა სხეულში, არამედ სულშია.

sna-1757574607.jpghappy-birthday-to-m-1757574607.jpghappy-birthday-to-me-1757574607.jpg

თავი არ მეცოდება და არც სხვას ვთხოვ ამას. უბრალოდ მინდა ვიყო მაგალითი მათთვის, ვინც იბრძვის. დღეს უბრალოდ ვცხოვრობ, თან შესანიშნავად - მიწვევენ გადაცემებში, ჩემით გამოვიმუშავებ ფულს და ბედნიერი ვარ... იცოდე, მარტო არ ხარ. უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია და იმსახურებ ბედნიერებას, ყველაფრის მიუხედავად!