გავლენა მილიონობით ახალგაზრდაზე, მიტოვებული სწავლა და 19 წლის ასაკში დაწყებული პოლიტიკური კარიერა - ვინ იყო ჩარლი კირკი, რომლის იდეებსაც მეუღლე მტკიცედ უჭერდა მხარს - მშობლები

გავლენა მილიონობით ახალგაზრდაზე, მიტოვებული სწავლა და 19 წლის ასაკში დაწყებული პოლიტიკური კარიერა - ვინ იყო ჩარლი კირკი, რომლის იდეებსაც მეუღლე მტკიცედ უჭერდა მხარს

2025-09-11 10:30:32+04:00

ჩარლი კირკი 2025 წლის 10 სექტემბერს იუტას ველის უნივერსიტეტში, ორემში, საჯარო გამოსვლისას სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, 32 წლის მემარჯვენე აქტივისტს ცოლისა და შვილების თვალწინ ესროლეს. შემთხვევას უდიდესი რეზონანსი მოჰყვა, გამოძიებას ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად ფედერალური უწყებებიც ატარებენ.

კირკი გამორჩეული მემარჯვენე აქტივისტი იყო ამერიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდულ და სტუდენტურ წრეებში. მისი პოპულარობა ძირითადად ორგანიზაცის Turning Point USA–ს და სოციალური მედიის საშუალებით გაიზარდა. ორგანიზაცია პოლიტიკოსმა 19 წლის წელს დაარსა და ის ათასობით სტუდენტს აერთიანებდა, რეგულარულად ატარებდა კონფერენციებს, სადაც მემარჯვენე პოლიტიკოსები და მედია-პერსონები გამოდიოდნენ. იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო კოლეჯებში და უნივერსიტეტებში კონსერვატიული ღირებულებების დამცველ ახალგაზრდებში. ხშირად ჩნდებოდა პრესაში, ჰქონდა საკუთარი პოდკასტი და რადიო-გადაცემა ასობით ათასი მსმენელით. Twitter/X, Instagram და YouTube-ზე მილიონობით გამომწერი ჰყავდა და მისი შეტყობინებები ხშირად ვირუსულად ვრცელდებოდა.

კირკი 1993 წლის 14 ოქტომბერს არლინგტონ ჰაიტსში, ილინოისის შტატში დაიბადა. კოლეჯში სწავლა მალე მიატოვა, რათა პოლიტიკური საქმიანობა დაეწყო. 2012 წელს ბილ მონტგომერისთან ერთად შექმნა ორგანიზაცია Turning Point USA, აქტიურად უჭერდა მხარს რესპუბლიკურ ბანაკს და დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მხარდამჭერ ახალგაზრდულ ლიდერად ითვლებოდა.

shutterstock-2595834571-charlie-kirk-1757575395.jpg

ვინ არის კირკის მეუღლე

კირკი 2020 წლის დეკემბერში ერიკა ფრანცვეზე დაინიშნა, რომელიც ყოფილი მის არიზონაა. ერიკა რელიგიურ სფეროში ატიურობით გამოირჩევა და ქრისტიანული პროექტების ავტორია. აქვს საკუთარი ბრენდი, რომელიც პოზიციონირდება, როგორც ქრისტიანული სტილის ტანსაცმლის ხაზი. მისი იდეაა, რომ ყოველდღიური სტილი და მოდა რწმენის გავრცელებას ემსახურებოდეს.

ერიკა თავად უძღვებოდა პოდკასტს, სადაც ძირითადად საუბრობდა რწმენაზე, ბიბლიაზე, ოჯახურ და სოციალურ ღირებულებებზე. ხშირად სტუმრად ჰყავდა ქრისტიანული მოძრაობის ლიდერები, მღვდლები და საზოგადო მოღვაწეები.

charlie-kirk-family-0-091025-224a5959feba49e780040ff098c264d1-1757575458.jpg

წყვილი 2021 წლის მაისში დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ: ქალიშვილი, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაიბადა, და ვაჟი, რომელიც 2024 წლის მაისში ეყოლათ. ოჯახი ყოველთვის კირკის საჯარო იმიჯის ნაწილი იყო, რადგან ის ხაზგასმით საუბრობდა ოჯახურ და ქრისტიანულ ღირებულებებზე.

მეუღლისგან განსხვავებით, ერიკას აკადემიური განათლება აქვს მიებული. სწავლა დაიწყო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა Liberty University-ში და მიიღო სამაგისტრო ხარისხი ქრისტიანულ პოლიტიკურ მეცნიერებაში. ეს უნივერსიტეტი ცნობილია კონსერვატიული და ქრისტიანული ღირებულებების მხარდაჭერით, რაც კარგად შეესაბამებოდა მის ინტერესებსა და მომავალ საქმიანობას. გარდა ამისა, იგი 2012 წელს „Miss Arizona USA“-ს ტიტულის მფლობელი გახდა, რის შემდეგაც უფრო აქტიურად ჩაერთო საჯარო და საზოგადოებრივ სფეროში, თუმცა აკადემიურ განვითარებას არ მიუტოვებია.

არაოფიცილურ წყაროებში ნათქვამია, რომ ის სროლის დროს მეუღლისგან სულ რამდენიმე მეტრში იდგა.

კირკის იდეები

იგი განიხილებოდა, როგორც ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატორი ფიგურა ამერიკაში, თუმცა მისი მოულოდნელი სიკვდილი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც დიდ შოკად იქცა.

გთავაზობთ მის ყველაზე პოპულარულ გამონათქვამებს და მესიჯებს, რომლებიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით აზიდავდა:

  • „როდესაც ქალებს ასწავლიან, რომ კარიერა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, და არა დედობა, საზოგადოება სუსტდება.“
  • „უნივერსიტეტები არ ასწავლიან, როგორ იფიქრო — ისინი გიბიძგებენ, რა იფიქრო
  • „თავისუფალი ბაზარი უფრო მეტს აკეთებს სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ვიდრე ნებისმიერი მთავრობის პროგრამა.“
  • „თუ გინდა იყო წარმატებული, შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღე და არ დაელოდო, რომ სახელმწიფო მოგივლის.“
  • „ამერიკა არ არის დამნაშავე ქვეყანა, არამედ თავისუფლებისა და შესაძლებლობების სიმბოლო.“
  • „გახსოვდეს: თუ არ იცავ იმას, რაც გჯერა, შენს ადგილს სხვები დაიკავებენ.“

ჩარლი კირკს აკადემიური განათლება მიღებული არ ჰქონდა, რასაც ეფექტურად იყენებდა ახალგაზრდებთან საუბარში და საკუთარ საჯარო იმიჯში. ხშირად ამბობდა, რომ დიპლომი არ არის წარმატების გარანტი. თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ ყველაზე მთავარი არის შრომა, დამოუკიდებელი აზროვნება და შესაძლებლობების გამოყენება, რაც ახალგაზრდებს განსაკუთრებით იზიდავდა.