"ხატია შესახედი ქალბატონია… თავს უვლის, მსიამოვნებს მასთან ერთად ყოფნა… ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა" - რამაზ ნოზაძე - მშობლები

"ხატია შესახედი ქალბატონია… თავს უვლის, მსიამოვნებს მასთან ერთად ყოფნა… ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა" - რამაზ ნოზაძე

2025-09-11 11:59:52+04:00

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა წლებია ერთად არიან და ოთხ შვილს ზრდიან. მათი თანაცხოვრება საკმაოდ სკანდალურად დაიწყო, ფეხმძიმე ხატია მაია ასათიანთან შოუში ჩიოდა მომავალი ქმრის და მისი ოჯახის მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობაზე. თუმცა მოგვიანებით წყვილმა იქორწინა და წლებია, ხშირად საუბრობენ იმაზე, როგორ კარგად გრძნობენ ერთად თავს.

happy11bday-1757578011.jpg

ამჯერად სპორტსმენმა რამაზ ნოზაძემ "დღის პოსტში" ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუმართლა, რომ ხატიას სახით ცხოვრების თანამგზავრი შეხვდა. რომ ხატია ყოველდღე რაღაც ახალს სთავაზობს, არ არის მოსაწყენი და "შესახედი ქალბატონია".

ჩემი ბავშვი იყო წლი-ნახევრის, როცა შევამჩნიე, რომ ისე არ იყო, როგორც გოგოები... მოულოდნელად შევეჯახე ისეთ პრობლემას, რომლის შესახებ გაგებულიც არ მქონდა - რას ჰყვება ხატია სიჭინავა შვილის შესახებ?