14 სექტემბერს „ხვამლი არენაზე“ ბავშვთა რაგბის ფესტივალის ახალი სეზონი იწყება! - მშობლები

14 სექტემბერს „ხვამლი არენაზე“ ბავშვთა რაგბის ფესტივალის ახალი სეზონი იწყება!

2025-09-11 13:37:40+04:00

ქართული რაგბის მომავალი თაობა 14 სექტემბერს, კვირას, „ხვამლი არენაზე“ შეიკრიბება. ბავშვთა საფესტივალო რაგბის ახალი სეზონი იწყება! ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობას 350-მდე ბავშვი მიიღებს, რომლებიც 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითამაშებენ. მოზარდი მორაგბეები საქართველოს სხვადასხვა კლუბს წარმოადგენენ და საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენენ.

ფესტივალზე შემდეგი გუნდები ითამაშებენ: "რაშები1", "რაშები2", "ლელო ვარ", "არმაზი", "ჭადარი", "ხვამლი", "ვეფხვები", "აკადემია", "წიქარა", "ყაზბეგი", "ლაშარი", "თორი", "ლაგოდეხი", "ყოჩები ბოლ", "ავჭალა" და "გარდასახვა".

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული რაგბის განვითარებისთვის, რადგან ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ყველაზე პატარა ასაკიდან.

მოემზადეთ ემოციებით სავსე მატჩებისთვის და დაუჭირეთ მხარი მომავალ ჩემპიონებს!

R