როდის გამოიდარებს საქართველოში? - ამინდის პროგნოზი - მშობლები

როდის გამოიდარებს საქართველოში? - ამინდის პროგნოზი

2025-09-11 13:23:54+04:00

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარისნინო ჩხობაძისთქმით, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ურთულესი გახდა, რადგან ატმოსფეროში უამრავი და ძალიან სწრაფი ცვლილებებია...

არის თუ არა მკვეთრი ცვლილებები და როგორი ამინდები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი გაგვაცნობს...

- ქალბატონო თამარ, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ უჩვეულო ამინდები და მკვეთრი ცვლილებებია...

- სექტემბერი ბუნებრივად გარდამავალი პერიოდია ზაფხულიდან შემოდგომაზე, ამიტომ ამ დროს სეზონური ცვლილებები ყოველთვის შეიმჩნევა. დასავლეთ საქართველოში ხშირად შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთში სექტემბერი უფრო ნაკლებ ნალექიანია. თუმცა არ ვართ დაზღვეულები უხვნალექიანი დღეებისგანაც, მიმდინარე კვირაში სწორედ ასე განვითარდა მოვლენები, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში ძლიერი ნალექები აღინიშნა.
განაგრძეთ კითხვა