პიცერიაში მუშაობდა... მოდელობაზე ოცნებობდა. შინ ბრუნდებოდა, როცა უსახლკარო კრიმინალი თავს დაესხა - ვინ იყო 23 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც მატარებლის ვაგონში ხალხის თვალწინ მოკლეს? - მშობლები

პიცერიაში მუშაობდა... მოდელობაზე ოცნებობდა. შინ ბრუნდებოდა, როცა უსახლკარო კრიმინალი თავს დაესხა - ვინ იყო 23 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც მატარებლის ვაგონში ხალხის თვალწინ მოკლეს?

2025-09-11 14:45:35+04:00

გახმაურებული მკვლელობის შესახებ, რომელიც 22 აგვისტოს ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში მოხდა, ახლა გაიგო ფართო საზოგადოებამ, რადგან 9 სექტემბერს წაუყენეს ბრალი დამნაშავეს, გამოქვეყნდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ტრამპმა და მასკმაც გააკეთეს კომენტარი მკვლელობაზე.

როგორც გაირკვა, 23 წლის უკრაინელ გოგონას, რომელიც მატარებლის ვაგონში ის-ის იყო შევიდა, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ-უმცროსი დაესხა თავს და სამჯერ დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. მკვლელობა ხალხით სავსე ვაგონში მოხდა, თუმცა დახმარება ვერავინ შეძლო. ვაგონიდან გამოსული დამნაშავე კი იქვე დააკავეს.

68447bd0-8d64-11f0-b391-6936825093bd-1757588550.jpg.webp

876876-pic-32ratio-600x400-600x400-12886-1757588550.jpgg0a3gxwwcaa37j0-1757588550.jpg

ის არაერთხელ ნასამართლევი აღმოჩნდა, უსახლკარო, უმუშევარი. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, ათ წელზე მეტი ხნის კრიმინალური წარსული აქვს, მათ შორის, ძარცვა და თავდასხმა იარაღით, რისთვისაც ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა.

656x369-1-390337828f9f102577b74b01a0ebdc1b918x516-0xxxz6gyg8-4950814197167717566-1757588550.jpg.webp

9 სექტემბერს მკვლელობის შესახებ განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავში ჩიპი ჰქონდა, რომელიც კარნახობდა ქმედებებს...

ახლა მას სიკვდილით დასჯა ემუქრება, რასაც ღიად მიემხრო ილონ მასკი. ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია, რამდენად მოძლიერდა დამნაშავეობა და როგორ აუცილებელია ახალი წესების შემოღება მასთან საბრძოლველად.

რაც შეეხება 23 წლის გოგონას, ირინა ზარუცკაია უკრაინიდან იყო დევნილი. ორი წლის წინ კიევიდან დედასთან და და-ძმასთან წავიდა ემიგრაციაში. მამა უკრაინაში დარჩა და ის შვილის დაკრძალვაზეც ვერ ჩავიდა.

4bf670dcb7dda0fbcb5517f1066b0b1e-1757588550.webp

გოგონა პიცერიაში მუშაობდა და სწორედ სამუშაოდან ბრუნდებოდა შინ იმ საღამოს. სამსახურის უნიფორმა ეცვა და კეპი ეხურა პიცერიის ლოგოთი. სამუშაოს მერე ხშირად დამატებითაც მუშაობდა - ცხოველებს უვლიდა. 23 წლის ირინა ვეტერინარობაზე და მოდელობაზე ოცნებობდა. ფოტოგრაფებთანაც თანამშრომლობდა და ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა.