საქართველოში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის განსაზღვრული ტარიფები არსებობს, რაც ყოველთვიურად თითოეული აბონენტის გადასახადს ადგენს. დღეს გაგიზიარებთ სამომხმარებლო აბონენტებისათვის იმ ტარიფებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებებით ამჟამად ოფიციალურად დადგენილია:
"თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:
"ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება:
ბუნებრივი აირის გადასახადს რაც შეეხება, "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრის ღირებულება საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის53.971თეთრია, ხოლო "სოკარის" აბონენტებისთვის56.93თეთრი.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კომუნალური გადასახადების თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თბილისის მერია 2025 წლის სოციალური პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს დაუსუბსიდირებს.
პროგრამა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.
სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:
ა) დასუფთავების მოსაკრებელზე:
ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით;
ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;
ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით;
ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით;
ბ) წყლის გადასახადზე 4,52 ლარის ოდენობით;
გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.
კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე.
ვრცლად თბილისის მერიის სოციალური პროგრამის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
ჯანდაცვის სამინისტრო კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე დაბალია და მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, კილოვატის ღირებულებას 3,5 თეთრით შეუმცირებს. ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან მცხეთაში მცხოვრები ადამიანებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, წყალს წლის განმავლობაში არაუმეტეს 100 ლარისა აანაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ სუბსიდირების პროგრამა ბუნებრივ აირზე გადასახადის ანაზღაურებას არ გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05, ან თბილისის მერიას: 032 272 22 22
თამარ იაკობაშვილი