რეპეტიტორის ინსტიტუტი ჩვენი განათლების სისტემის მუდმივი კომპონენტი გახდა. ამიტომ წესად იქცა, რომ ბავშვი რომელიმე საგანში უნდა ემზადებოდეს. თუმცა ბოლო დროს ვხედავთ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც მასობრივად მეცადინეობენ რეპეტიტორთან.
რატომ გაჩნდა ეს ტენდენცია და რა არის კონკრეტული მიზეზი იმისა, რომ პირველ-მეორეკლასელს უკვე რეპეტიტორი სჭირდება. ამ კითხვით მივმართეთ მშობლებს, რომელთა პასუხებში, ვფიქრობთ, მიზეზები კარგად არის გამოკვეთილი.
- „რეპეტიტორი დაწყებითებში იმიტომ არის საჭირო , რომ დედიკოები ძალიან არიან დაკავებულნი და დაღლილნი, ამიტომაა აუცილებელია, საფუძვლიანად ისწავლოს ბავშვმა წერა და კითხვა, რომ დიდ კლასებში არ გაუჭირდეს მეცადინეობა.“
- „იმიტომ, რომ დაწყებით კლასში, სანამ ბავშვი მიეჩვევა რეჟიმს, ორგანიზებას, დროის განაწილებას, დაჯდომა უჭირს, დასწავლა უჭირს. საჭიროა ძალისხმევა და დრო მშობლისგან. რაც ხშირად არ აქვთ.“
- „დაღლილი რომ მოვდივარ სახლში საღამოს და ბავშვს მეცადინეობა სჭირდება, არ მაქვს ნერვი ავუხსნა რაიმე. ზოგჯერ ისეთი დავალება აქვს, ვერ ვიგებთ მშობლები და მშობლების ჩატში განვიხილავთ ყველა ერთად. სხვის ახსნილს უფრო უსმენენ, ვიდრე მშობლისას. ყველას არ აქვს ბავშვთან მუშაობის უნარი.“
- „უმეტესად ახალგაზრდა დედებს არ ჰყოფნით არც მოთმინება, არც ნერვები და ხშირ შემთხვევაში, არც ცოდნა და უნარები შვილების დასახმარებლად“
- „ზოგი დედა მთლიანად იხსნის პასუხისმგებლობას და გადააბარებს სხვას. უკანასკნელ კაპიკსაც გაიღებს რომ თვითონ არ იწვალოს.“
- "როცა მშობელი უვიცია, რა თქმა უნდა, ვერ ამეცადინებს." დღევანდელი მშობლების თაობაა სწორედ ის, ვინც უკვე "ჩამოშლილი" განათლების სისტემის პირობებში დაამთავრა სკოლა და თავადაც არაფერი იცის."
- „მუშაობს მშობელი და ფიზიკურად არ აქვს საშუალება, გადაღლილი ბავშვს მიუჯდეს სამეცადინოდ რადგან საღამოს დაწყებითის ბავშვს მეტად ჭირდება ძილი და დასვენება, ვიდრე გადაღლილ მშობელს. აბდაუბდა და ცოდნას მოწყვეტილი "სასწავლო პროგრამა" ცალკე თემაა.“
- „დედების არ არის ეგ დავალებები. საშინაო დავალებები ისეთი სახის უნდა იყოს, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად იმუშაოს, დედა კი არ უნდა უხსნიდეს.“
- „მარტო მასწავლებელი და ,თქვენ წარმოიდგინეთ,რეპეტიტორიც არ არის საკმარისი, რომ ბავშვმა დაწყებით კლასებში გამართული წერა- კითხვა ისწავლოს. აქ მშობლის დიდი ძალისხმევაცაა საჭირო. არც დედაჩემს ეცალა, მაგრამ ის რომ საქმეს აკეთებდა, მე, ხმამაღლა, 20- 30 - ჯერ უნდა წამეკითხა თითო ფურცელი. თუ ბავშვმა გამართული წერა- კითხვა იცის, მას მერე არაფერი გაუჭირდება.“
- „ისე გამოვყავდი უფროსს მდგომარეობიდან, მეუღლე მეხვეწებოდა რეპეტიტორი ავუყვანოთ, გაგიფუჭა ნერვებიო“
- „100-დან 99 დედებს განიკითხავთ, საკვირველია რომ ისევ დედები … ნუთუ ყველას ასეთი არაჩვეულებრივი და დალაგებული ოჯახები გაქვთ, გაგმართლებიათ ქალბატონებო. პასუხისმგებლობას გაურბისო, თავად არ იციანო, სკოლაში უნდა ესწავლათო, ნერვები არ ყოფნითო… საოცარი ხალხი ხართ… აი რანაირად ვამეცადინო შვილი როდესაც სახლში 11 ზე ვბრუნდები და ამ დროს ბავშვს უკვე უნდა ეძინოს… სკოლა აბა რას აკეთებსო, სკოლამ დავალება რომ მისცა, ვიღაც ხომ უნდა დაეხმაროს პირველკლასელ ბავშვს მეცადინეობაში და ეს ვიღაც არის რეპეტიტორი.
- „ჩემი აზრით, პროგრამა არია გართულებული და გაუგებარი.მე-5 კლასამდე ვეხმარებოდი სახლში ბავშვებს და ახლა მე თვითონ ვეღარ ვხვდები რაღაცებს. პირველ კლასში, ანბანი არეულად რატომ უნდა ისწავლებოდეს ჩემამდე არ დადის. შემოიღეს ვითომ "თანამედროვე" სახელმძღვანელოები. ისეა გართულებული რაღაცები, ჯერ მშობელმა უნდა ისწავლოს, რომ ბავშვს ასწავლოს.“
- „არიან ბავშვების ისეთი დაუმორჩილებელი კატეგორია, რომ მშობელს არ უჯდებიან, მიდის ყვირილი, წივილი, კივილი, მოჩეჩვები.ასე შეიძლება საერთოდ შეაძულო
- მეცადინეობა ასე რომ რეპეტიტორი ჯობია“
- „უვიცი მშობელიო წავიკითხე და გული მეტკინა, ბავშვის სირთულე და დროის უქონლობაა ყველაზე მეტად , ქვეყნიდანაც ბევრია გასული და ბებიებს უჭირთ მასალის ახსნა,ასე,რომ საფუძველი თუ არ ექნათ ძნელია მერე განვლილი მასალის აღდგენა „.
- „და სკოლა რაღას აკეთებს რისთვის დადის ბავშვი, თუ ისევ მშობელმა უნდა ასწავლოს. ბევრი ვერსია გაჟღერდა და ვიტყვი, რომ ზოგ მშობელს 3 და 4 შვილი ჰყავთ დღე და ღამე მუშაობაში არიან, რომ სკოლაში დასადები ფულები არ მოაკლდეთ ბავშვებს. ამ ყველაფერს ერთვის ბავშვი(ების) მოვლა სახლის საქმეების კეთება იმ გადაღლილზე ფიზიკურად თუ მორალურად“
- „რომ ახსნიან გაკვეთილს და აძლევენ სახლში დავალებას, დაბალ კლასებშიც და მაღალ კლასებშიც გაკვეთილზე ხდება ახსნილის განმტკიცება. არაერთი მაგალითის, სავარჯიშოს თუ საკითხის გაკეთება და განხილვა, თუ ბავშვი არ უსმენს, არ სურს მოსმენა და ჩართვა, მასწავლებელმა რა ქნას, ცოტა მკაცრადაც ვერ მოსთხოვ, არ უნდა და მორჩა, მშობელიც ამ დროს ბავშვის ,,სურვილების" მხარესაა. „
- „მიუხედავად იმისა, რომ ღირსეული და სათანადო სიმაღლეზე მდგომი პედაგოგები მრავლად გვყავს, განათლების სისტემა მაინც ჩამოშლილია; მშობლებს კი უმეტესად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ხშირად უჭირთ შვილებისთვის დახმარების გაწევა და კი ვხედავთ რას ვიმკით...და ჯერ სად ვართ.“
- „ეკრანდამოკიდებულები არიან და არ ჰყოფნით კონცენტრაცია სამეცადინოდ, არადა თუ მოინდომეს, კარგად გაართმევენ თავს.
- „საშინაო დავალება ბავშვისთვისაა, მშობელმა მეცადინეობის პირობა უნდა მოაწყოს.
- ადგილი და დრო. სულ ესაა.შეცდომებიანი დავალება უყვართ პედაგოგებს,რადგან იციან ბავშვმა თვითონ იწვალა.“
- „ალბათ იმიტომ, რომ მასალა არ არის გათვლილი პატარას დონისთვის,დიდის ჩარევა სჭირდება,რაც ,სამწუხაროდ,ძალიან ერთულება ბევრ მშობელს. რთული პროგრამა.....გათვლილი ძალიან ნიჭიერზე“
- „მგონია, რომ როცა ბავშვი რეპეტიტორთან დადის, უფრო ნაკლებად მონდომებულია სკოლაში, აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, შეუძლია, მაგრამ ზარმაცდება ნელა-ნელა, ასე არიან წლები, რეპეტიტორზე მინდობილნი, თუმცა თვითონ ბავშვმა თუ არ მოინდომა რეპეტიტორთან უბრალოდ დაიზუთხავს და თავში არაფერს შეუშვებს მაინც“.
- „მინახავს პოსტები სკოლამდელ ასაკის ბავშვისთვის რომ ითხოვენ რეპეტიტორს ათამდე თვლა რომ ასწავლოს ბავშვს.“
- „არ ჩერდებოდა ჩემთან, მიზეზი არ ელოდა ხან წყალი ,ხან საპირფარეშო,მივიყვანე და ჰოი, საოცრება, საუკეთესო გახდა. სამაგიეროდ, მაღალ კლაში არ დაჭირდა და სხვებს კი.“
- „დედა რომ მუშაობს და 2 და მეტი შვილი ჰყავს, როგორ ფიქრობთ, არ ჭირდება ბავშვებს რეპეტიტორი?„
- „მეცხრე წელია, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვამზადებ, მიზეზი ბევრია, პირველ რიგში ის, რომ მშობელს არ აქვს დრო საამისო, ნუ უსაყვედურებთ ამის გამო მშობელს და უვიცად ნუ გამოიყვანთ, დაწყებითი კლასის მოსწავლე, რომლის სკოლიდან ორის ნახევარზე უკვე თავისუფალია და ამ დროს დედა მუშაობას, კარგ შემთხვევაში, ექვს საათზე ასრულებს, გადაღლილი, გადაქცეული თუ შვიდზე იქნა სახლში, ხომ კარგი, ფიქრობთ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს ამ დროს მეცადინეობა შეუძლია და შრომისუნარიანია? რა თქმა უნდა, არა, ბავშვებმა, რომლებმაც ბაღის ასაკი გაიარეს და სკოლამდელი აღზრდა გაიარეს, ნუ გგონიათ, რომ რამე საფუძვლიანი ცოდნა მოიტანეს, არ აქვთ გამომუშავებული დასწავლის უნარი, შრომის და დისციპლინის უნარი, არ იციან ჯდომა, მოსმენა, კალმის ხელში ჭერა, ამ ყველაფერს მშობლები ვერ უმკლავდებიან, მით უმეტეს თუ ბავშვი ეკრანდამოკიდებულია, აი, ამ გარემოებებმა და მსგავსმა ბევრმა, განაპირობა დაწყებით კლასებში პედაგოგის აუცილებლობა, და ნუ მოიწონებთ თავს იმით, თუ თქვენს შვილებს არ დასჭირვებიათ.