„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით წინასასკოლო სამზადისია. მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მაღალი ხარისხი, სხვადასხვა საფასო კატეგორია და რაც მთავარია, ბავშვებისთვის საინტერესო და მომხიბვლელი დიზაინის პროდუქცია - სწორედ ეს ყველაფერი ხდის „ბიბლუსში“ წინასასკოლო სამზადისს ჯადოსნურს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღაზიებში მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი. მათ შორის კი განსაკუთრებული პოპულარობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია სარგებლობს.
წარმოგიდგენთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და სიმბოლიკის გამოსახულებით შექმნილ სასკოლო ნივთების ჩამონათვალს, რომელთა შეძენასაც „ბიბლუსში“ 150-ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ:
თითოეული ნივთის დიზაინი „ბიბლუსისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობით შემუშავდა. კოლაბორაციის მიზანია, ბავშვებში აამაღლოს მოტივაცია და ინტერესი სპორტისა და სწავლის მიმართ, ხელი შეუწყოს პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო გაღვივებას და აჩვენოს მათ, რა ძალა აქვს შრომასა და დისციპლინას. ამაში კი თავის წვლილს შეიტანს თემატური სასკოლო ნივთები, რომლებთანაც ყოველდღიურად ექნებათ შეხება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თემატიკაზე შექმნილი სასკოლო ნივთების სრული ასორტიმენტის სანახავად მიჰყევით ბმულს.
წინასასკოლო სამზადისი თქვენთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, „ბიბლუსი“ სექტემბრის განმავლობაში სხვადასხვა საბანკო აქციასა და შეთავაზებას გთავაზობთ.
R