ქმართან რომანის გამო მომხდარ ჩხუბში ორი შვილის დედამ მეგობარი მოკლა - გახმაურებული მკვლელობა, რომლის მიხედვით ორი სერიალი გადაიღეს - მშობლები

ქმართან რომანის გამო მომხდარ ჩხუბში ორი შვილის დედამ მეგობარი მოკლა - გახმაურებული მკვლელობა, რომლის მიხედვით ორი სერიალი გადაიღეს

2025-09-13 10:03:22+04:00

ტეხასის პატარა ქალაქი უაილი 1970-იან წლებში თითქოს იდეალური და მშვიდი ადგილი იყო ოჯახებისთვის. ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობა რელიგიური იყო და კვირაობით ეკლესიაში წირვას ესწრებოდა. მაგრამ 1980 წლის 13 ივნისმა ქალაქის ისტორიაში სამუდამოდ დატოვა შავი ლაქა: საკუთარ სახლში უმოწყალოდ მოკლული იპოვეს დიასახლისი ბეტტი გორი. მისი სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ამოცნობა გართულდა. მკვლელობის იარაღი — სისხლიანი ნაჯახი — მაცივრის უკან აღმოაჩინეს. ბეტტს 41 დარტყმა ჰქონდა მიყენებული.

ოჯახური სირთულეები და დეპრესია

ბეტტი გორი წესიერ დიასახლისად და ერთგულ დედად ითვლებოდა. მისი ქმარი, ალან გორი, ელექტრონიკის გაყიდვებში დასაქმებული ინჟინერი იყო, რომელიც ხშირად მიემგზავრებოდა მივლინებებში. ოჯახი თავიდან დალასში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა მშვიდ ქალაქში — უაილიში.

თავიდან ბეტტიც მუშაობდა მასწავლებლად, მაგრამ ორი შვილის გაჩენის შემდეგ მთლიანად ოჯახზე გადაერთო. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ კი ქალმა მძიმე სირთულეები განიცადა: ვერ იგრძნო შვილის შეძენის სიხარული, მშობიარობისშემდგომი დეპრესია დაემართა და ენერგიაც დაკარგა შვილებზე ზრუნვისთვის. ალანმა შეამჩნია ცოლის მდგომარეობა და ფსიქოთერაპიის კურსზეც ჩაწერა, მაგრამ ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ თავად საიდუმლოდ ხვდებოდა ბეტტის საუკეთესო მეგობარს — ქენდი მონტგომერის.

406x600-1-adc739dc9260283c9f92ea5c259388e4485x717-0xkxfymq5y-5449285215215645887-1757745094.jpg
ბეტი გორი ოჯახთან ერთად

მეგობრობიდან ღალატამდე

ქენდი მონტგომერი ასევე გათხოვილი იყო და ორი შვილი ჰყავდა. მათი უფროსი გოგონები მეგობრობდნენ და ბევრ დროს ატარებდნენ ერთად. სწორედ ამ ურთიერთობიდან დაიწყო ქენდიმ ალანთან საიდუმლო რომანი. მათი კავშირი შემთხვევით გაჩნდა — ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებაზე ერთმანეთს შეხვდნენ და განცდა, რომ ორივეს აკლდა სითბო და სიახლოვე, ურთიერთობაში გადაიზარდა.

ერთ დღეს ქენდიმ პირდაპირ შესთავაზა ალანს საიდუმლო რომანი. თავიდან ალანი დაფრთხა, მაგრამ მალე დათანხმდა და მათი შეხვედრები სასტუმროებში დაიწყო. თუმცა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ალანმა ურთიერთობა შეწყვიტა და ცოლთან ურთიერთობის გამოსწორება გადაწყვიტა.

630x472-0xhju0hy4i-9702223394159136818-1757745151.jpg
ქენდი მონტგომერი

საბედისწერო დღე

1980 წლის 13 ივნისს ალანი მივლინებაში იყო. ქენდი მეგობრის სახლში მივიდა, რათა გოგონები ცურვის წრეზე წაეყვანა. იქ ბეტტიმ პირდაპირ ჰკითხა: „ქენდი, შენ ალანთან რომანი გქონდა?“ დაძაბული საუბრის შემდეგ ბეტტიმ ოთახიდან ნაჯახი გამოიტანა. ქენდი თავდაპირველად ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. საბოლოოდ, ქენდიმ ნაჯახი ხელში ჩაიგდო და ბეტტს 41 დარტყმა მიაყენა.

სასამართლო და მოულოდნელი განაჩენი

დაკავების შემდეგ ქენდი ამტკიცებდა, რომ მეგობრის საქციელმა მასში ბავშვობის ტრავმა გააღვიძა. სასამართლოში ქენდი ირწმუნებოდა, რომ თავს იცავდა და ვერ აკონტროლებდა საკუთარ მოქმედებებს. საოცარია, მაგრამ სასამართლომ მას მხარი დაუჭირა და მკვლელობა თვითდაცვად შეფასდა. ქენდი პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარა, თუმცა საზოგადოებაში ბევრი სვამდა კითხვას — შესაძლებელია თუ არა „თავდაცვისას“ 41 დარტყმა მიაყენო ადამიანს.

728x483-1-4baa9924de540656c8962771da56fdd21056x701-0xu0cqmx4n-9760542562663778819-1757745231.jpg
ქენდი მეუღლესთან ერთად

ქენდი მონტგომერის შემდგომი ცხოვრება

პროცესის შემდეგ ქენდი მეუღლეს გაეყარა, ჯორჯიაში გადავიდა, დაიბრუნა ქალიშვილობის გვარი და ფსიქოთერაპევტად დაიწყო მუშაობა. მის შესახებ შემდეგი ინფორმაცია პრაქტიკულად აღარ გავრცელებულა.

ისტორიის კინემატოგრაფიული გაგრძელება

ბეტტი გორისა და ქენდი მონტგომერის ტრაგიკული ამბავი საფუძვლად დაედო ორ სერიალს: „Candy“ (2022), სადაც მთავარ როლს ჯესიკა ბილი ასრულებს, და „Love and Death“ (2023), რომელშიც ბეტტის როლში ელიზაბეტ ოლსენი მონაწილეობს.