იუმორისტი ციაკო ფიფია მეორე შვილი მოლოდინში - "ჩემი მეუღლე პირველი შვილის მშობიარობას არ დავასწარი, სისხლს რომ ხედავს, ცუდად ხდება..." - მშობლები

იუმორისტი ციაკო ფიფია მეორე შვილი მოლოდინში - "ჩემი მეუღლე პირველი შვილის მშობიარობას არ დავასწარი, სისხლს რომ ხედავს, ცუდად ხდება..."

2025-09-13 11:19:10+04:00

იუმორისტიციაკო ფიფიამეორე შვილს ელოდება. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ციაკო პირად ამბებზე საუბრობს და თავის ცხოვრებაზე, ბავშვობაზე, მშობლებთან ურთიერთობასა და მეუღლეზე

- ციაკო, ახლახან ძალიან სასიხარულო და ემოციური ვიდეო გავრცელდა, როგორ შეატყობინეთ თქვენს შვილს, სანდროს, რომ მალე ძამიკო გახდება. როგორი იყო თქვენი ემოციები, როცა გაიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყავით?

- დედმამიშვილზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. დაც მყავს და ძმაც, დეიდაშვილებიც და-ძმასავით მიყვარს, რადგან ერთად გავიზარდეთ. ასე რომ, ხუთნი ვართ, ორი ძმა და სამი და. ანალოგიურად მინდოდა, სანდროსაც ჰყოლოდა დედმამიშვილი. წყვილს ორი შვილი აუცილებლად უნდა ჰყავდეს, მესამე შვილი თუ ეყოლებათ, ძალიან კარგი იქნება.

შვილი ეგოისტად რომ არ გაიზარდოს, ორი შვილი აუცილებელია. ადამიანს ცხოვრებაში უნდა ჰყავდეს ყველაზე ახლო მეგობარი დედმამიშვილის სახით. კარგია ძმაკაცი, დაქალი, მაგრამ დედმამიშვილზე ძვირფასი არავინაა. ეს სულ სხვა ძალაა.

- რამდენ თვეში ელოდებით პატარას?

- მეხუთე თვეში გადავედი. გოგა და სანდრო ძალიან ბედნიერები არიან. სხვათა შორის, მეგონა, გოგონა იქნებოდა, მაგრამ შევცდი. გოგას და სანდროს ბიჭი უნდოდათ და მათი ვარაუდი გამართლდა. მესამე ალბათ გოგონა იქნება. მინდა, რომ სამი შვილი მყავდეს.

რაც სკოლაში წავიდა, პირველი კლასიდანვე მთხოვდა, და ან ძმა ჰყოლოდა, რომ სახლში მასთან ერთად ეთამაშა. რომ გაიგო, მალე ძამიკო ეყოლება, ძალიან გაიხარა. მუცელზე მეფერება, მკოცნის, მეუბნება, რომ ელოდება მის დაბადებას. მეც ვეუბნები, შენ და ბებომ უნდა გაზარდოთ-მეთქი და თანახმაა, ბებიას ყველაფერში დავეხმარებიო. განაგრძეთ კითხვა