ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ვაშაკიძე, კოტcast-ში სისხლის ჯგუფების მიხედვით კვების ძირითად თავისებურებებზე საუბრობს და ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებსაც თითოეული ჯგუფის მქონე ადამიანი კარგად ინელებს ან - პირიქით, საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის:
- პირველი ჯგუფი, ძირითადად, მთის ხალხია, ნეანდერტალელის შთამომავალია და ამიტომ, ხორცი უნდა მიირთვას. მათ კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვთ, გასტრიტებისკენ მიდრეკილნი არიან, ბორჯომისა და ლიკანის მკურნალობა ძალიან უხდებათ და არ შეიძლება ვეგეტარიანელი და ვეგანი იყვნენ. იქვე ხედავ, როგორ დაილევა და იფიტება.
ჩადით იმერეთში. ძირითადი მასა, 70%, მეორე ჯგუფია. მათთვის კარგია ყველანაირი ყველი, ქათამი, კარაქი, მაწონი, მჭადი. ასევე, ღომი. ეს პირველ ჯგუფს მაგრად ვნებს.
მესამე ჯგუფს ქათამი ვნებს. სხვებისგან განსხვავებით, ბადრიჯანს იტანენ. ძალიან ბევრ პროდუქტს იტანენ სხვებისგან განსხვავებით. მაგალითად, კომბოსტოს ატანა შეუძლიათ.
მაიონეზი არც ერთ ჯგუფს არ ეჭმევა, გარდა მეოთხე ჯგუფისა. არ ეჭმევა არც ქათამი, არც საქონლის ხორცი. ამ დროს ბატკნის ხორცსა და კურდღელს ინელებს.