დღეს საქართველოში 2025-26 სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღეს ბავშვების და მშობლების დიდი ნაწილი განსაკუთრებული სიხარულით ხვდება. მით უმეტეს, თუ ბავშვი პირველ კლასში მიდის და ახლა იწყებს სასკოლო ცხოვრებას. სოციალურ ქსელში მშობლები შვილების სკოლაში წასვლის ფოტოებს აქვეყნებენ და უამრავ მილოცვასაც იღებენ. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც.
წელს სკოლაში პირველად წავიდა სოფო ნიჟარაძის და მიხეილ სააკაშვილის შვილი, ალისკა სააკაშვილი.
პირველ კლასში შევიდა ტელეწამყვან, ნოდარ მელაძის და თეა ცეცხლაძის ტყუპი ქალიშვილი, თინანო და ნატატა.
მეუღლესთან, გიორგი შაქარაძესთან ერთად, სკოლაში პირველად მიაცილა ვაჟი, ტელეწამყვანმა მარიამ სანოგომ.
პირველი ზარი დაირეკა პედიატრ თემურ მიქელაძის და ნევროლოგ გვანცა არველაძის მესამე შვილის, ალექსანდრასთვის.
პრესქულში შეიყვანეს ანნა სულაბერიძე, რომელიც მომავალ წელს იქნება პირველკლასელი.
Mshoblebi.ge სწავლის დაწყებას ულოცავს ყველა მოსწავლეს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს მათ!