"რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ... მიყვარხარ!"
წყვილი უკვე მეოთხე წელია ერთადაა. სანდრა ქოჩორაშვილის თამაშებსაც ესწრება და საქართველოშიც ახლდა.
"ვალენსიაში გავიცანი... ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
გიორგი ქოჩორაშვილმა 2017 წელს დაიწყო თამაში თბილისის "საბურთალოს" შემადგენლობაში. დღეს საქართველოს ნაკრების და პორტუგალიური ლისაბონის "სპორტინგის" ცენტრალური ნახევარმცველია.
წარმოშობით გურჯაანის რაიონ კარდენახიდან არის. ჰყავს მშობლები და ერთი და.