როგორ დაისვენოთ აუზზე მცირეწლოვან შვილთან ერთად – პრაქტიკული რჩევები - მშობლები

როგორ დაისვენოთ აუზზე მცირეწლოვან შვილთან ერთად – პრაქტიკული რჩევები

2025-09-16 12:13:23+04:00

ზაფხული დასრულდა, თუმცა არ იფიქროთ, რომ აუზზე ბავშვთან ერთად გართობას ვეღარ შეძლებთ. დახურული აუზი წყლის ატრაქციებით იმაზე მეტად სახალისო და სასიამოვნო შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. თან ამ დროს ერთი მთავარი პრობლემისგან, მზის დამწვრობისგან 100%-ით ხართ დაცული.

ნებისმიერ შემთხვევაში მცირეწლოვან ბავშვთან ერთად აუზზე წასვლა, განსაკუთრებულ ყურადღებასა და წინასწარ მომზადებას მოითხოვს. ჩვენ შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ბავშვთან ერთად აუზზე დროის მხიარულად და უსაფრთხოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

მომზადება სახლიდანვე დაიწყეთ. ჩანთაში საგულდაგულოდ გაამზადეთ აუზისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის: წყლის სათვალე და ქუდი, პირსახოცი, ჩუსტები, ჰიგიენური საშუალებები, სათადარიგო ტანსაცმელი, სველი და მშრალი ხელსახოცები და სხვა ნივთები თქვენი პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ეცადეთ აუზზე წასვლის დღეს ბავშვი კარგად გამოძინებული იყოს და დაბალანსებული სრულყოფილი საკვებიც მიღებული ჰქონდეს, რადგან წყალში თამაში განსაკუთრებულ ენერგიას მოითხოვს. ასევე ეცადეთ შეარჩიოთ აუზი, სადაც კვების ობიექტიც იქნება და ადგილზე გემრიელად და ჯანსაღად კვებას შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აუზის ადრე დატოვება მოგიწიოთ იმ მიზეზით, რომ თქვენს შვილს მოშივდა და ენერგია აღარ აქვს.

462547309-27649964541317177-2935539746722201404-n-1758010513.jpg

წყალში ბავშვთან ერთად აუცილებლად თქვენც შედით აუზის სიღრმის მიუხედავად. ასე ის უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს და სითამამე მოემატება. მოგვიანებით კი, თუ აუზი ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ ბავშვები წყალში დატოვოთ, თქვენ კი შეზლონგზე დაისვენოთ. ბავშვთან ერთად აუზში ყოფნა, ერთი მხრივ, მას უსაფრთხოების განცდას გაუჩენს, მერე მხრივ კი, მასთან უფრო მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. თუ თქვენ მშვიდად და მხიარულად იქნებით, ბავშვიც უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი იქნება.

შეარჩიეთ აუზი, რომელსაც წყლის ატრაქციები ექნება. შეიძლება ბავშვმა ცურვა იცის, მაგრამ ეს გასართობად საკმარისი არაა. თბილისში ამ მხრივ უნიკალური სივრცე „ჯინო აკვაპარკია“, სადაც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს დახურული საბავშვო და სარექსაციო აუზი. დახურული საბავშვო აუზის სიღრმე 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. ის დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციით, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის. აქ სტუმრობისას დროის მხიარულად გატარება გარანტირებული გაქვთ. „ჯინო აკვაპარკის“ კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ თითოეულ აუზთან რამდენიმე სპეციალურად გადამზადებული მაშველი მორიგეობს და ნებისმიერ მცირე შემთხვევაზეც კი მყისიერი რეაგირება აქვთ.

542050004-1079111134424741-6525499542695718826-n-1758010513.jpg

რაც შეეხება სარელქსაციო აუზს, ის გახლავთ ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას.

„ჯინო აკვაპარკში“ სტუმრობისას, თქვენი მცირეწლოვანი შვილები ვერა, მაგრამ თქვენ შეძლებთ ექსტრემის განსაკუთრებული შეგრძნება განიცადოთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალ 31 მეტრიან ტობოგანზე, რომელსაც 6 სლაიდი და 5 სხვადასხვა სიჩქარე აქვს.

„ჯინო აკვაპარკის“ სავიზიტო ბარათი კი ბარი აუზია, რომელიც ღიაა, მაგრამ წლის ნებისმიერ დროს ფუნქციონირებს. მასში წყლის ტემპერატურა სეზონის შესაბამისად მაღალია. აუზში ბარის სკამები და ბარის ფანჯარაა, სადაც ცხელი თუ ცივი სასმლისა და წასახემსებლების შეკვეთას შეძლებთ.

თუ „ჯინო აკვაპარკში“ რამდენიმე ბავშვებთან ერთად რამდენიმე უფროსი ხართ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ მორიგეობით სპა სივრცის მომსახურებითაც ისარგებლოთ. აქ დაგხვდებათ: 6 ტიპის საუნა, ტეპიდარიუმი, ცივი აუზი, ცხელი ვირპული, სხვადასხვა ტიპის საშხაპე, ოქროს თერაპია, ფეხის აბაზანები, ყინულის ბორცვი, მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები.

547051067-1130366698525943-3808077210864943713-n-1758010513.jpg

შეგახსენებთ, რომ „ჯინო აკვაპარკში“ უკვე ახალი სეზონის შემცირებული ფასები მოქმედებს. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე წინასწარ ვებგვერდზე.

აუზზე მცირეწლოვან შვილთან ერთად დროის გატარება შეიძლება მართლაც განსაკუთრებული გამოცდილება იყოს თქვენთვის და თქვენი შვილისთვის, თუ სწორად შეარჩევთ სივრცეს, სათანადოდ მოემზადებით და პრაქტიკულად დაგეგმავთ დღის აქტივობებს.

R