როგორ ცხოვრობს მაიკლ ჯეკსონის ერთადერთი ქალიშვილი და სად არის დედამისი, რომელიც შვილებზე მეურვეობისთვის დიდხანს იბრძოდა? - მშობლები

როგორ ცხოვრობს მაიკლ ჯეკსონის ერთადერთი ქალიშვილი და სად არის დედამისი, რომელიც შვილებზე მეურვეობისთვის დიდხანს იბრძოდა?

2025-09-16 14:06:47+04:00

27 წლის პერის ჯეკსონი პოპის ლეგენდის ერთადერთი ქალიშვილია, რომელმაც ბავშვობიდან იგემა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოჯახისშვილობის პრივილეგიებიც და ნაკლოვანებებიც. დღეს მრავალმხრივი ადამიანია - მსახიობობს, მღერის, მოდელობს და საზოგადო აქტივისტია.

gettyimages-2232876799-1758015039.jpg

ყველა იცნობს პერისის მამას, თუმცა ცოტამ თუ იცის მის დედაზე, დები როუზე.

დები როუ — ვინ არის იგი?

დები როუ (Debbie Rowe) ყოფილი მედდაა, რომელიც მაიკლ ჯეკსონის დერმატოლოგის ასისტენტად მუშაობდა. მაიკლი მაშინ კანის დაავადებაზე - ვიტილიგოზე მკურნალობდა. როცა დები პირველად დაორსულდა მისგან, მაიკლი ჯერ კიდევ ლიზა მარია პრესლიზე იყო დაქორწინებული. ის ორსულობა თვითნებური აბორტით დასრულდა, თუმცა 1996 წელს მაიკლმა დები ცოლად მოიყვანა. დები როუსთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო.

rowejackson-1758015039.webp

მათი ქორწინება და შემდეგ შვილების გაჩენა ბევრი ადამიანისთვის საიდუმლოდ დარჩა და მითქმა-მოთქმის თემად იქცა. ბევრი ამბობდა, რომ მაიკლი მას როგორც სუროგატ დედას, ისე იყენებდა. თუმცა დებიმ და მისმა ადვოკატმა წლების შემდეგ ამ ჭორების წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრეს...

დები როუმ ამ ქორწინებაში ორი შვილი - პრინცი ჯეკსონი და პერის ჯეკსონი გააჩინა, რომელსაც სახელი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის პატივსაცემად დაარქვეს.

debbie-rowe-feat-1758015039.webp

1999 წელს წყვილი განქორწინდა და მაიკლ ჯეკსონმა შვილების მეურვეობის სრული უფლება მოიპოვა. ამბობენ, რომ სანაცვლოდ ყოფილ ცოლს 8 მლნ დოლარი და ბევერლი-ჰილზზე სახლი გადასცა. თუმცა უკვე 2001 წლიდან დებიმ დაიწყო ბრძოლა შვილებზე უფლებისთვის. პერიოდულად მას ხელახლა შეჰქონდა სარჩელი სასამართლოში, თუმცა ყველაზე მაქსიმალური შედეგი იყო სასამართლოსთვის მაიკლის იძულება, გარკვეული თანხა გადაეხადა. შვილებზე მეურვეობას ვერ იბრუნებდა და ყოველ 45 დღეში მხოლოდ 8 საათი ჰქონდა მათი ნახვის უფლება.

მაიკლ ჯეკსონის გარდაცვალების შემდეგ, მომღერლის სამ შვილზე მეურვეობა მაიკლის დედამ, ქეთრინ ჯეკსონმა აიღო.

katherine-jackson-mj-children-1758018157.webp
ქეთრინ ჯეკსონი შვილიშვილებთან ერთად

ამ პერიოდში პერისმა ნელ-ნელა დაიწყო დედასთან კავშირის აღდგენა. 2013 წლისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი რეგულარულად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და ხშირად ერთადაც ჩნდებოდნენ საზოგადოებაში.

პერისმა აღნიშნა, რომ სჭირდებოდა დედასთან ურთიერთობის აღსადგენად, მაგრამ დები მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ის და დედა საერთო ინტერესებსაც პოულობდნენ — მაგალითად, ცხოველებისადმი სიყვარული და მუსიკალური გემოვნება აერთიანებდათ.

2016 წელს დების სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და პერიოდულად ახლაც მკურნალობს. მაშინ ამბობდა, რომ ქალიშვილი ამ განსაცდელის ჟამსაც გვერდით ედგა.

michael-jacksonin-eski-esi-debbie-rowe-yillar-sonra-goruntulendi-3214202-202504171731-1-1758015039.webp

პერის ჯეკსონი დღეს

პერისი იხსენებს, რომ მამის გარდაცვალებამდე ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მამა აიძულებდათ საზოგადოებაში ნიღბებით სიარულს და დაცვის თანხლებას, რათა პაპარაცების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ. მამის გარდაცვალება კი მისთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო, რომელსაც დეპრესია მოჰყვა.

14 წლის ასაკში კიდევ ერთი ტრაგედია გადახდა - კინაღამ გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ რამდენიმე წელში ისაუბრა და ამბობდა, რომ სერიოზული სტრესი გადაიტანა, თვითმკვლელობაც კი სცადა.

შემდეგ თერაპიულ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც გონს მოვიდა და დეპრესია დაამარცხა.

პერისი, მიუხედავად იმისა, რომ თეთრკანიანია, თავს შავკანიანად მიიჩნევს და შავკანიანთა კულტურას მიიჩნევს მშობლიურად.

დღეს პერის ჯეკსონი დამოუკიდებელი, არტისტული ახალგაზრდა ქალია. ის არის მოდელი, მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც აქტიურად მუშაობს თავად და არ ცდილობს მხოლოდ მამის მემკვიდრეობით იარსებოს. მიუხედავად რთული ბავშვობისა და ფსიქოლოგიური ბრძოლებისა, საჯაროდ საუბრობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, პირად ბრძოლებზე და იდენტობაზე.

ჰქონდა რამდენიმე რომანი, თუმცა დღეს ოფიციალურად მის გვერდით არავინაა. აქტიურად იცავს მიგრანტების, ლგბტ ადამიანების, ცხოველების უფლებებს.

paris-jackson-jam-janie-fi-1758018513.webp

მაიკლ ჯექსონის ვაჟი ქორწინდება - ვინ არის მისი რჩეული