მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ალისა ივნისში გახდა 5 წლის. წელს ის პირველად წავიდა სკოლაში - პრესქულში, მომავალ წელს კი ნამდვილი პირველკლასელი იქნება.
"ალისკას პირველი დღე სკოლაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი და შვილის ფოტოს აქვეყნებს.

პირველი დღის ფოტოებს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძეც, საიდანაც ვიგებთ, რომ ალისა ევროპულ სკოლაში მიიყვანეს.




ალისა ამერიკაში დაიბადა და მას კარგა ხანს არ იცნობდა ფართო საზოგადოება. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილია. დედა-შვილი ამერიკაშიც დიდ დროს ატარებს, თუმცა ძირითადად მაინც საქართველოში არიან.