კადიროვის 17 წლის შვილი ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების საათით გამოჩნდა - ადამს ძვირად ღირებული ბრენდები იზიდავს - მშობლები

კადიროვის 17 წლის შვილი ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების საათით გამოჩნდა - ადამს ძვირად ღირებული ბრენდები იზიდავს

2025-09-17 10:15:02+04:00

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟი — ადამ კადიროვი — მედიის ყურადღების ცენტრში ისევ მოხვდა. მისმა უფროსმა დამ, აიშათმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ძმა თეთრ პერანგში, კლასიკურ შარვალსა და ქუდში პოზირებს. თუმცა საზოგადოებას ყველაზე მეტად ხელზე დამაგრებული საათი მოუვიდა თვალში — Jacob & Co Epic SF24, რომლის ღირებულებაც 500 ათას დოლარს უახლოვდება.

458x600-1-cc970378cdd6c0b3f07201ae5c3a7a30620x812-0x6hwvjyyj-9128296001758239447-1758089918.jpg

უნიკალური მოდელი

ეს მოდელი უნიკალური და იშვიათია. კორპუსი დამზადებულია 18-კარატიანი თეთრი ოქროსგან, ზედაპირი მორთულია 104 ბრილიანტით, ხოლო ციფერბლატს იცავს ნაკაწრისგან მდგრადი საფირონის შუშა. სამაჯური კი მაღალი ხარისხის ტყავისგანაა. Epic SF24 საათები მხოლოდ 17 ცალი გამოუშვეს და კოლექციონერებმა უკვე შეიძინეს. ექსპერტების შეფასებით, ადამის საათის ფასი 496 715 დოლარია.

600x600-1-122816c1c113190a02d42ef53ef41bc1900x900-0xfljnun9g-6837232987420782656-1758090116.jpg

ძვირად ღირებული გატაცება

ადამ კადიროვს ძვირფასი ბრენდების მიმართ ლტოლვა აქამდეც არ დაუმალავს. 2024 წლის ივნისში მის ხელზე შენიშნეს Jacob & Co. Billionaire ASHOKA — მოდელი, რომელიც 320 ბრილიანტით არის გაფორმებული და 27 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. სწორედ ამ საათით გამოჩნდა ის საკუთარ ქორწილზე.

მანამდე კი ახალგაზრდა კადიროვის კოლექციაში უკვე იყო ცნობილი Audemars Piguet და Richard Mille 035, რომელიც დაახლოებით 37 მილიონი ღირდა. ყოველი ასეთი გამოჩენა სოციალურ ქსელებში ახალი განხილვის საბაბი ხდება.

450x600-1-61596c2e0b400db73260b50bd86456c61440x1920-0xlqe8nkvf-7475068488146565668-1758090132.jpg

ქორწილი დახურულ წრეში

ადამ კადიროვის პირადი ცხოვრებაც საზოგადოების ინტერესის საგანია. მისი ქორწილი 27 ივნისს შედგა, მშობლიურ სახლში, ახმათ-იურტში. მეუღლე, მედნი, იმავე სოფელში გაიზარდა, სადაც კადიროვები. ინფორმაცია მისი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არ გავრცელებულა, ღონისძიება კი დახურულ ფორმატში ჩატარდა.

ქორწილის შესახებ გარკვეული დეტალები აიშათ კადიროვამ დაადასტურა. მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი სადღესასწაულო ტანსაცმელი აჩვენა და აღნიშნა, რომ მათი ოჯახი კიდევ ერთით გაიზარდა. მისი თქმით, დღე მზიანი და თბილი იყო, ხოლო სტუმრების მილოცვებმა ოჯახური სითბოსა და ერთიანობის ატმოსფერო შექმნა. აიშათმა ასევე აღნიშნა, რომ ქორწილის მზადებაში აქტიურად მონაწილეობდა — თავად არჩევდა ყვავილებსა და დეკორაციას.

aishat-kadyrova-02-gjahih-1758090242.jpg

ქორწილი ჩატარდა მხოლოდ ახლო ნათესავებისა და ოჯახის მეგობრების წრეში.

რამზან კადიროვს ოფიციალურად 12 ბიოლოგიური შვილი ჰყავს. ყველა მათგანი მეუღლისგან, მედნი მუსაევასგან შეეძინა. მათ ოჯახში იზრდება 2 ნაშვილები ბავშვიც.

images-3-1758090384.jpg

ოფიციალურად მას ერთი ცოლი ჰყავს, თუმცა გამუდმებით საუბრობენ მის ურთიერთობებზე სხვა ქალებთან, უმეტესად, არასრულწლოვნებთან. ყველაზე გახმაურებული რომანი ფატიმა ხაზუევასთან ჰონდა.

ფატიმა ხაზუევა პირველად მედიის ყურადღების ცენტრში, როცა 2006 წელს მოექცა, როცა ჩეჩნეთის სილამაზის კონკურსი „Miss Beauty“ მოიგო. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის გახლდათ.

ჟურნალისტური გამოძიებებით დგინდება, რომ სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ის კადიროვის საყვარელ ქალად და „მეორე ცოლად“. მოგვიანებით, გროზნოში მასზე ძვირადღირებული უძრავი ქონება და ბიზნესები დარეგისტრირდა.

fatima-portret-1-1758090654.jpg