პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა.
"ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის მის მიერ გადაგზავნილ ფოტო მასალას იხილავდა.
პროკურატურამ გამოძიება დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხნენ დაზარალებულები, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც დანაშაულში მამხილებელი ელექტრონული ინფორმაციის მოპოვება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.