ბელა ჰადიდი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოდელია და წლებია, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მას ლაიმის დაავადება აქვს. ისევე, როგორც მის ძმას და დედას.
ბელა ჰადიდმა ინსტაგრამზე გამოაცხადა, რომ ლაიმის დაავადებისთვის ჩვეული პერიოდული გართულების გამო, საზოგადოების თვალთახედვიდან დროებით გაქრა. 28 წლის სუპერმოდელმა ფოტოების სერია გააზიარა კლინიკიდან. „ბოდიშს გიხდით, ამდენ ხანს რომ დაგტოვეთ“, - წერს ის.
გულშემატკივრებმა კომენტარებში მხარდაჭერა გამოხატეს: „მალე გამოჯანმრთელდი, ანგელოზო, და დაბრუნდი უფრო ძლიერი“, „მოუარე და მალე გამოჯანმრთელდი, მსოფლიო ელოდება მის ბელა ჰადიდს“, „იყავი ძლიერი!“
მოდელის დამ, ასევე ცნობილმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმაც დაუწერა საჯარო კომენტარი: „მიყვარხარ! იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდები, რადგან ამას იმსახურებ“.
ბელა ლაიმის დაავადებით 2012 წლიდან ცხოვრობს. მის დედას, იოლანდას და ძმას, ანვარსაც დაუდგინდათ ეს დაავადება. ჰადიდის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, იძულებულია პერიოდულად შეისვენოს კარიერაში.
ლაიმის დაავადება გამოწვეულია ინფიცირებული ტკიპების მიერ გადატანილი ბაქტერიებით. ის აზიანებს კანს, სახსრებს, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხშირად ქრონიკული და მორეციდივე ხდება. სხვა ცნობილი სახეები, რომლებსაც ეს დაავადება დაუდგინდათ, არიან ემი შუმერი, მირანდა ჰარტი, ავრილ ლავინი, ჯასტინ ბიბერი და ჯასტინ ტიმბერლეიკი.