კიანუ რივზი საიდუმლოდ დაქორწინდა - ვინ გახდა მისი ცოლი და რატომ აკრიტიკებენ ქალს მსახიობის თაყვანისმცემლები - მშობლები

კიანუ რივზი საიდუმლოდ დაქორწინდა - ვინ გახდა მისი ცოლი და რატომ აკრიტიკებენ ქალს მსახიობის თაყვანისმცემლები

2025-09-18 16:13:12+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი 61 წლის კინუ რივზი და მისი 52 წლის რჩეული, ალექსანდრა გრანტი, როგორც დასავლური ტაბლოიდები იუწყებიან, ევროპაში მოგზაურობისას საიდუმლოდ დაქორწინდნენ. ინსაიდერების ცნობით, ღონისძიებას მხოლოდ უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, თუმცა მალე, სავარაუდოდ, გაიმართება საჯარო ცერემონიაც.

კინუ რივზი აქამდე არასოდეს ყოფილა ქორწინებაში. მისი ცხოვრებაში რამდენიმე მძიმე ეპიზოდი იყო -1999 წელს მისმა შეყვარებულმა, ჯენიფერ საიმმა, მშობიარობისას გოგონა — ავა არჩერ საიმ-რივზი დაკარგა . ორი წლის შემდეგ კი ჯენიფერი ავტოავარიაში დაიღუპა.

ამ ტრაგედიების შემდეგ მსახიობი დიდხანს მარტო ცხოვრობდა. მის სევდიან ფოტოსურათებს, სკამზე მჯდარსა და ჩაფიქრებულს, პაპარაცები ხშირად ავრცელებდნენ, რაც გულშემატკივრები განსაკუთრებულ რეაქციებს იწვევდა.

ალექსანდრა გრანტს მსახიობი 2011 წელს შეხვდა, როცა მან რივზის წიგნისთვის ილუსტრაციები შექმნა. რამდენიმე წელი ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ, ხოლო 2018 წლიდან ოფიციალურად დაიწყეს ურთიერთობა.

509x600-1-d57e949abdcf71ff8c70876dec07a72e716x844-0xjyg6xpmf-2771357435856461494-1758197977.png

წყვილი საჯაროდ იშვიათად ჩნდება და პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერს ჰყვება. თავად რივზს სოციალურ ქსელებში საერთოდ არ აქვს პროფილები. მიუხედავად ამისა, როდესაც ისინი ერთად ჩნდებიან წითელ ხალიჩაზე, მათი ჰარმონიულობა გულგრილს არავის სტოვებს.

ალექსანდრა გრანტის შესახებ

ალექსანდრა გრანტი ოჰაიოს შტატში, ინტელექტუალურ ოჯახში დაიბადა. მისი დედა — პოლიტოლოგიის პროფესორი და დიპლომატი, მამა — შოტლანდიელი გეოლოგიის პროფესორი გახლდათ. მშობლების განქორწინების შემდეგ ალექსანდრა დედასთან ერთად მეხიკოში ცხოვრობდა და იქ დაიწყო სკოლაში სიარული.

11 წლის ასაკში სწავლა აშშ-ში, სენტ-ლუისში გააგრძელა, ხოლო დიპლომი მიიღო პარიზში. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე.2000 წელს კი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯში.

599x600-1-b6dd9bdc3437b2845a1ad712f2afb5c6706x707-0xnvagwit1-8096482214947021088-1758198013.png

კარიერა

გრანტის დებიუტი 2007 წელს ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა . მისი გამოფენები ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ მხატვრული ნამუშევრები ტექსტებთან ან სხვა ავტორთა ლიტერატურულ ნაშრომებთანაა შერწყმული. ეს მიმართულება მისი ხელწერა გახდა.

ინტერნეტში გრანტი ხშირად ხდება კრიტიკის და ბულინგის ობიექტი, განსაკუთრებით — მისი ბუნებრივი ჭაღარა თმის გამო. თავად ალექსანდრამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნაადრევად გაჭაღარავდა, თუმცა თმის საღებავზე უარი თქვა, რადგან მისი ქიმიური შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

230329091059-keanu-reeves-alexandra-grant-file-1758197603.jpg

კინუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის სიყვარულის ისტორია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე თბილ და გულწრფელი სიყვარულის ისტორიად იქცა. მრავალი ტრაგედიის შემდეგ, მსახიობმა შეძლო ბედნიერების პოვნა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.