რა თქმა უნდა, არც 2025 წელი იქნება გამონაკლისი. ქართული ღვინის ფესტივალი წელს 28 სექტემბერს, სიონის ქუჩაზე (მაიდანზე), გაიმართება. მთავარი სიახლე კი „ფეისბუქის“ პოპულარულ კულინარიულ ჯგუფთან - „რეცეპტორთან“ თანამშრომლობა იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ღვინოსთან ერთად ახალ გემოებსაც აღმოაჩენთ , რომლებიც ტრადიციას და თანამედროვე კულინარიულ ხელოვნებას უნიკალურად აერთიანებენ.
ქართულ ღვინოს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს! 8000-წლიანი ისტორია, უძველესი ქვევრის ტრადიცია და მრავალფეროვანი ჯიშები მას უნიკალურს ხდის. ფესტივალზე გელოდებათ უფასო დეგუსტაციები: შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა კომპანიის საუკეთესო ღვინოები, შეარჩიოთ საჩუქრად ან სახლისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ქართული ღვინის კომპანია, მსხვილი ბრენდებიდან პატარა საოჯახო მარნებამდე, ასე რომ თითოეული სტუმარი იპოვის თავის საყვარელ გემოს.
ღვინის გარდა, ფესტივალი გემრიელი ნუგბარითაც გაგანებივრებთ, ტრადიციული ქართული ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, ტკბილეული და კიდევ უამრავი სიურპრიზი ელოდება სტუმრებს. ამასთან ერთად, პროგრამას დაამშვენებს ქართული სიმღერა და ცეკვა, ოჩოფეხების სანახაობა და სხვადასხვა სახის წარმოდგენები, რაც ფესტივალს ნამდვილ სადღესასწაულო ხასიათს სძენს.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქართული Street Food-ის ზონა, სადაც წელს წარმოდგენილი იქნება 16 კომპანია, როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული „სთრითფუდით“. აქ შეხვდებით კლასიკურ მწვადსა და ქაბაბს, ქართული კერძების ახალ ინტერპრეტაციებს და სრულიად ინოვაციურ გემოებსაც, რომლებშიც საერთაშორისო სტანდარტები და ქართული ნოტებია შერწყმული.
ქართული ღვინის ფესტივალი იდეალური ადგილია, სადაც მთელი ოჯახით შეგიძლიათ მოხვიდეთ: ბავშვებისთვის იქნება გასართობი სანახაობები და ტკბილეული, უფროსებისთვის კი ხარისხიანი ღვინო და გემრიელი კერძები. ეს დღე ნამდვილად გადაიქცევა დღესასწაულად, სადაც ტრადიცია, გემო, მუსიკა და მხიარული ატმოსფერო ერთიანდება.
28 სექტემბერს სიონის ქუჩაზე თბილისი კიდევ ერთხელ გადაიქცევა ქართული ღვინისა და გასტრონომიის დედაქალაქად. აქ აღმოაჩენთ იმას, რაც ქართულ კულტურას განსაკუთრებულად ხდის: უძველეს მეღვინეობას, დახვეწილ გემოვნებას, ტრადიციულ და თანამედროვე მუსიკას, ოჯახურ სითბოსა და ფერად გარემოს.
ავტორი: თეა ინასარიძე
R