19 სექტემბერს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ბანკის მომხმარებლები 40% ქეშბექს მიიღებენ. შეთავაზება აქტიურია sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებისთვის.
sCool Card-ის მფლობელებისთვის აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება sCoolApp-ში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 50 ლარია.
რაც შეეხება Student Card-ის მფლობელებს, მათთვის დასაბრუნებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარია. შეთავაზებით სარგებლობისთვის ასევე აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
ქეშბექ აქციით სარგებლობა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ დროისთვის ბრენდი აერთიანებს 80-ზე მეტ ფილიალსა და 8 ფრენშაიზ მაღაზიას. ქსელში წარმოდგენილია ათასობით წიგნი, როგორც ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა, ისე უცხოენოვანი გამოცემები. თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ წიგნები, რომელთა წაკითხვასაც გეგმავთ ან უბრალოდ საყვარელი ადამიანები გაახაროთ წიგნის ჩუქებით.
გარდა იმისა, რომ „ბიბლუსი“ უკვე მრავალი წელია ყველასთვის საყვარელი წიგნის მაღაზიაა, აქ მრავალფეროვანი საკანცელარიო და სასკოლო პროდუქციაა დაგხვდებათ. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ სასკოლო სამზადისი, მაშინ არ უნდა გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ ხარისხიანი ნივთები და მიიღოთ 40% ქეშბექი.
შეგახსენებთ, რომ ქეშბექ შეთავაზება „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში წარმოდგენილ სრულ ასორტიმენტზე იქნება აქტიური. აქციით სარგებლობა მხოლოდ 19 სექტემბერსაა შესაძლებელი.
R