მომღერალი ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: "როცა არაფრის თქმა არაა საჭირო... ყველაფერზე შედეგი საუბრობს..."
ბარბარა მართლაც ძალიან შეიცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში. 2023 წელს ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა დაწონაში საგრძნობლად დაიკლო. ამბობს, რომ საკუთარი თავი ახლიდან გაიცნო.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბარბარამ ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:
"მანამდეც და მას მერეც გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, - "შენ ხარ დიდი", "შენ ხარ მსუქანი ადამიანი", "მსუქანი ბავშვი", - ჩემი მძიმე წონა საზოგადოებისთვის თითქოს პრობლემად იყო ქცეული. არადა, თავად მე იმ სტანდარტს ვამკვიდრებდი, რომ „მიმიღე ისეთად, როგორიც ვარ და არავის საქმე არ არის, როგორი ვიქნები - მსუქანი, თუ გამხდარი". ჩემი წონა კომპლექსს დიდად არ მიქმნიდა. და თუ კომპლექსი რაღაც დოზით მაინც არსებობდა, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ის სხვას დაენახა, გამომემჟღავნებინა. მე რომ კომპლექსები მქონოდა, სცენაზე არ დავდგებოდი... გახდომა და წონის დაკლება იმის გამო მინდოდა, რომ ხალხს აღარ ეთქვა ამ კუთხით ჩემთვის რაიმე.
რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ წონის კლებას, ეს ყველას ინდივიდუალური აქვს. ზოგმა 5-6 თვეში იმდენი დაიკლო, რაც მე ერთ წელში. ამან ცოტა კი დამსტრესა, თუმცა ეს არ არის ცუდი... ოპერაციის შემდეგ წონა იკარგება და შესაბამისად სწრაფი კლების დროს ორგანიზმიც ბევრ რამეს კარგავს, ამიტომ რაღაც თანმხლები პრობლემები ამ ყველაფერს ახლავს ხოლმე.ჩემს შემთხვევაში რადგან დაკლება ნელა მიდიოდა, ყველაფერი თანმიმდევრულად და ორგანულად წავიდა. მაშინ კი ვნერვიულობდი, სწრაფად არ მიდის კილოგრამები-მეთქი, მაგრამ ეს კარგიც ყოფილა. არც კანის სტრუქტურა დამრღვევია და ამ პროცესს არანაირი გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. კლების პროცესი ჯერ კიდევ მიდის, ჯერ არ შეჩერებულა, კიდევ 15 კილოგრამი უნდა დავიკლოდა ეს პროცესი შეიძლება 2 წელიც გაგრძელდეს.
- 60 კილოს დაკლება ხუმრობა მართლა არ არის - ეს ხომ მართლა ერთი ადამიანია...
- კი, ასეა. ახლა იმ სტილით ვცხოვრობ, რომელ სტილსაც მაშინ ვერ გავუმკლავდებოდი. მესამე თვეა, დარბაზში ვვარჯიშობ, მწვრთნელიც მყავს. ჩართული ვარ იმ პროცესში, რასაც ჩემი თავის შენება ჰქვია, რაც არ მეზარება. სტუდიაში ბავშვებთან ვმუშაობ, მოსწავლეები 8 წლიდან მყავს. სიმღერებს ვწერ და ამ წელს ჩემს მსმენელს, ვინც ჩემგან სიახლეს ელის, კიდევ ერთ ახალ სიმღერას გავუზიარებ. ცხოვრების ხალისი, ამაღლებული განწყობა, აქტიურობა, მიზანმიმართულობა ახლა კიდევ გაორმაგებულად მაქვს".