"გული მწყდება კინოზე... ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა..." - ულამაზესი ლეილა ყიფიანის ნაკლებად ცნობილი ფოტოები და პირადი ცხოვრება - მშობლები

"გული მწყდება კინოზე... ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა..." - ულამაზესი ლეილა ყიფიანის ნაკლებად ცნობილი ფოტოები და პირადი ცხოვრება

2025-09-19 18:08:57+04:00
"ხანდახან როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი… ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი ამ მითამაშია... კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. გული მწყდება კინოზე, მაგრამ თავს იმით ვიიმედებ რომ მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა", - კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილი ლეილა ყიფიანის ნაკლებად ცნობილ ფოტოს აქვეყნებს ამ ამონარიდით მისი ინტერვიუდან.
550468319-1340236880793561-2580125054542201362-n-1758291714.jpg
ქართული კინოს ერთ-ერთი ულამაზესი ვარსკვლავი 78 წლისაა. მან საკმაოდ მცირეხნიანი კინოკარიერის განმავლობაში დაუვიწყარი სახეები შექმნა ("მე ვხედავ მზეს", "ღიმილის ბიჭები", "ლონდრე"."სინათლე ჩვენს ფანჯრებში"...), დაქორწინების შემდეგ კი ოჯახი იქცა მისთვის პრიორიტეტად და კინოში აღარ გამოჩენილა.
leilakipiani7-1758291714.jpg14055090927694-1758291714.jpg1110-1758291904.jpg
კინოში საბალეტო სასწავლებლიდან მოხვდა. ხუთი წელი გაატარა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. შემდეგ ფიგურულ სრიალზე შევიდა და მალე პირველი როლიც გამოჩნდა. ჯერ ფილმ "მე ვხედა მზეში" გამოჩნდა, შემდეგ - "ლონდრესა" და "ღიმილის ბიჭებში".
leila-1758291904.jpg
ფილმ "ღიმილის ბიჭების" გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე - ნუგზარ ბაგრატიონი. "ფილმის გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი... არ ვიცი, რა მოხდა... არასოდეს მიფიქრია მის სამეფო წარმოშობაზე, უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ლექსებს მიკითხავდა ხშირად, სამაგიეროდ, დამჩაგრა და მხოლოდ ერთ სპექტაკლში მათამაშა", - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი.
87777770-2518711555068101-2116333276699295744-n-1758291713.jpg

წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანა და მაია ბაგრატიონები.

17125840899159337920879308294696249210n-1758291714.jpg
ანა ბაგრატიონი მშობლებთან ერთად
bagrationebi.jpg
უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ძალიან ჰგავს დედას და ითამაშა ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა"

ნუგზარ ბაგრატიონი სამეფო ოჯახის შთამომავალია და ბაგრატიონების დინასტიის გამგრძელებელი.
477608-1758291713.jpg
"ნუგზარი არ აღუზრდიათ ჩაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები. მაშინ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. დარწმუნებული ვარ, შინაგანად არც ჩემი შვილები შეიცვლებიან და მით უფრო - არ შევიცვლებით მე და ნუგზარი. ნუგზარს არ უყვარს ზედმეტად ყურადღების მიპყრობა, თავის გამოჩენა, ბატონი პეტრეც ასეთი იყო - ეგეთები ვართ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ", - ამბობდა ლეილა ყიფიანი.
leila-1758291714.jpg