ტარიელ ონიანის ვაჟის 500-კაციანი გრანდიოზული ქორწილის დეტალები - მამის არყოფნა, რუსი წარმოშობის პატარძალი და სტუმრები მოსკოვიდან - მშობლები

ტარიელ ონიანის ვაჟის 500-კაციანი გრანდიოზული ქორწილის დეტალები - მამის არყოფნა, რუსი წარმოშობის პატარძალი და სტუმრები მოსკოვიდან

2025-09-20 11:48:04+04:00

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის,ტარიელ ონიანის, მეტსახელად "ტაროს",ვაჟის,უშბა-ბუბა ონიანის გრანდიოზულმა ქორწილმა მცხეთაში, "მარანი ჰოლში“, საზოგადოებისა და მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. მასშტაბური ზეიმი 500-ზე მეტ სტუმარს ითვლიდა და ყველა დეტალით იყო გამორჩეული, დაწყებული ცნობილი სტუმრებით, დამთავრებული ემოციური მომენტებითა და ტრადიციული რიტუალებით.

უშბამ და მისმა მეუღლემ, რუსი წარმოშობის მაშამ (რომელიც ასევე ცნობილია როგორც მარიამი), ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ჯვრისწერაზე უშბას ქართული ეროვნული სამოსი, ჩოხა, ეცვა, მაშას, დახურული თეთრი საქორწინო კაბა, რომელიც მოგვიანებით გამოიცვალა.

ქორწილის მუსიკალური ნაწილი ვარსკვლავური შემსრულებლებით იყო დატვირთული. სტუმრებს შესასვლელში ტრადიციული სიმღერებით „ქსოვრელები“ ხვდებოდნენ, ხოლო საღამოს განმავლობაში სცენაზე იმღერეს,ნინო ჩხეიძემ,ანსამბლმა შვიდკაცამ და ნინი ქარსელაძემ ქუჩის ბიჭებთანერთად. ნინი ქორწილის სტუმარი გახლდათ, ის უშბას და მისი დის, გვანცას ახლო მეგობარია. ქორწილში იყვნენ ასევე, ნინის და, ანასტასია ხაჩიძე და მაკა ასათიანის ვაჟი ლევან ჟორდანია.

ქორწილში რუსეთიდან უამრავი სტუმარი ჩამოფრინდა. მათ შორის იყო მომღერალ ვალერი მელაძის შვილი სოფიკო მელაძე.

უშბამ განათლება ლონდონის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი კასის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. რუსული მედიის ინფორმაციით, უმცროსი ონიანი მამის ბიზნესებს მართავს და „საოჯახო ბიზნესის“ ლეგალიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები