სტიქია საქართველოში - რომელ რეგიონშია ყველაზე რთული ვითარება და როდის გამოიდარებს? - მშობლები

სტიქია საქართველოში - რომელ რეგიონშია ყველაზე რთული ვითარება და როდის გამოიდარებს?

2025-09-20 14:22:46+04:00

გუშინდელი დღიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ძლიერმა წვიმამ, ქარმა და შტორმმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით რთული ვითარებაა აჭარაში.

კერძოდ,ბათუმში სანაპიროზე შტორმა საპლაჟო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები წაიქცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა მთელი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა და ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმი და ძლიერი ქარი ფიქსირდება.

აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მდინარე მაჭახელას ადიდებამ პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საყანე მიწები დატბორა. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს.

განაგრძეთ კითხვა