დუდა სანაძის ქალიშვილი ზაზა ფაჩულიამ მონათლა (ვიდეო) - მშობლები

დუდა სანაძის ქალიშვილი ზაზა ფაჩულიამ მონათლა (ვიდეო)

2025-09-20 21:44:32+04:00

ცნობილმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ უმცროსი შვილი - პატარა ნინა მონათლა. ნინას ერთ-ერთი ნათლია გამოჩენილი ქართველი კალათბურთელი და დუდას მეგობარი ზაზა ფაჩულიაა. ნათლობის ცერემონია მამა შალვა კეკელიამ ჩაატარა.

551429172-18526123618026212-7782504514563533730-n-1758390781..jpg551075725-18526121713026212-1165639691252455792-n-1758390781..jpg551055306-18526123630026212-445264895555299372-n-1758390781..jpg550760046-18522200512061741-4752204727443693910-n-1758390780..jpg550984596-18526123594026212-8447402119474785409-n-1758390781..jpg

დუდა და მისი მეუღლე 5 წელია ერთად არიან და ორ შვილს ზრდიან - ქალ-ვაჟს, გიორგის და ნინას.

duda-1758390782.jpgforever-fav-eurobasket2025-1758390781.jpgamemetbilisi-1758390780.jpg

დუდას მეუღლეს, ანუნა მდივნიშვილს საზოგადოება მუსიკალური პროექტებიდან იცნობს - წლების წინ მღეროდა. ხოლო მას მერე, რაც დუდას მეუღლე გახდა, ფაქტობრივად, მისი რეჟიმით ცხოვრობს. მის თამაშებსაც სულ ესწრება და ძალიან აქტიური გულშემატკივარია.

"ყველა სპორტსმენი უსვამს ხაზს მეორე ნახევრის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. მნიშვნელოვანი მარტო მეუღლის კვების რაციონზე ზრუნვა კი არაა, ფსიქოლოგიურ და მენტალურ დონეზეც მის გვერდით უნდა იდგე. მე ფსიქოლოგის როლიც მაქვს მორგებული და მგონია, რომ დუდას ბევრჯერ დახმარებია ჩემი მხარდაჭერა. კი, მეორე ნახევარს დიდი როლი აკისრია სპორტსმენის ცხოვრებაში – ან კარგი, ან ცუდი. ეს მარტივი არ არის, შრომატევადი პროცესია, თუმცა, მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს", - ამბობს ანუნა.

რაც შეეხება დუდას მამობას, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა წყვილს ერთი შვილი ჰყავდა:

"დუდა ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ბავშვთან – გაასმაგებულად. როცა აქ არის, მართლა ყველანაირად მეხმარება. ზოგს ძალიან უჭირს ჩვილი ბავშვის ხელში აყვანა და მან პირველივე დღეს მშვენივრად დაიჭირა. სადმე რომ გავსულვარ, რამდენიმე საათით მისთვის დამიტოვებია ბავშვი და ყველაფერს გამკლავებია. ყველანაირად კომფორტული ადამიანია. თავის მხრივ, ბავშვიც ხელს უწყობს, მაგალითად, ღამე არ აღვიძებს. სპორტსმენისთვის რეჟიმით ცხოვრება მნიშვნელოვანია და კარგად გამოძინებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს"...