ბიჭის იშვიათი სახელები ან გოგოს ლამაზი და განსხვავებული სახელები ხშირად არის ნახსენები მშობელთა პოსტებში, რომლებიც სოციალურ ქსელში ცდილობენ მათთვის სასურველი ვარიანტის პოვნას.
მშობლები ხშირად ცდილობენ, თავიანთ შვილებს განსხვავებული სახელები შეურჩიონ. თანამედროვე მშობლებმა შესანიშნავად იციან, რომ ბავშვის სახელს მისი წარმატებებისა და შემდგომი განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ტრადიციულ არჩევანზე უარს ამბობენ და ცდილობენ, შვილებს ისეთი სახელი მოუფიქრონ, რომ მათი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდეს. წლიდან წლამდე, გარდა ტრადიციული არჩევანისა, ბავშვების სახელებიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. არის სახელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გოგონებსაც ჰქვიათ და ბიჭებსაც. პერიოდულად, ფილმების, წიგნების, სპორტის გავლენა იგრძნობა და ადამიანებიც შვილებს საყვარელი პერსონაჟების, გმირების სახელებს არქმევენ. დღეს გაგიზიარებთ განსხვავებულ იდეებს, რომლებიც 2026 წელს პოპულარული იქნება და შეგიძლიათ, შვილებს დაარქვათ:
მარგო, ელეონორა, შარლოტა, არია, ამელია, ლეა, ემა, ავრორა, პენელოპა, აივი, ლიანა, მილა, ელიანა, ლუსი, თაია, მერი.
ლუი, ჯორჯი (გიორგი), არლო, ალბი, არტური, თეოდორე, ნოე, ლეო, დანიელი, ალექსი.