თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრი "თოდუას კლინიკის" დიღმის ფილიალის ტერიტორიაზე აშენდება - მშობლები

თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრი "თოდუას კლინიკის" დიღმის ფილიალის ტერიტორიაზე აშენდება

2025-09-22 17:33:33+04:00

დედაქალაქს მალე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ონკოლოგიური ცენტრი ექნება. თოდუას კლინიკა დიღმის ფილიალის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ არსებული კლინიკის მიმდებარედ მასშტაბურ პროექტს აანონსებს.

8 სართულიანი ონკოლოგიური ცენტრი პაციენტებს ერთ სივრცეში სრული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს,მათ შორის:

  • სხივური თერაპია;
  • დიაგნოსტიკური და თერაპიული ბირთვული მედიცინა
  • მედიკამენტოზური თერაპია
  • ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის შემდგომი მართვა.

პროექტის დეტალები კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დიასამიძემ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებსა და სამედიცინო საზოგადოებას გააცნო. მინისტრმა თოდუას კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრისთვის უკვე შეძენილია ამერიკული ფირმა Varian-ის უახლესი თაობის სხივური ამაჩქარებლები. გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალი, რომელიც გასული წლის სექტემბერში გაიხსნა, უკვე 21 000-მდე უნიკალურ პაციენტს მოემსახურა.

გიორგი დიასამიძე

„თოდუას კლინიკა სამედიცინო მხარდაჭერას საქართველოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა უდიდეს ნაწილს უწევს . ეს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა და მუდმივად განვითარებადი პროცესია. თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრი,რომლის პროექტიც დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდის პაციენტთა გამტარიანობას, განავითარებს ინტეგრირებულ, პაციენტზე ორიენტირებულ მოდელს და ხელს შეუწყობს თანამედროვე მკურნალობის ფართო ხელმისაწვდომობას.მოხარული ვარ, რომ ვრჩებით სამედიცინო სექტორის საყრდენ და სანდო ძალად“.

R