"20 წლის წინ ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა - ოცნება, რომ გავმხდარიყავი ცოლი და მყოლოდა საკუთარი ოჯახი. ამ ტრაგიკულად მოკლე, მაგრამ ბედნიერმა მოგზაურობამ ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი შესძინა" - დიანა ღურწკაია გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ სიტყვებს უძღვნის - მშობლები

"20 წლის წინ ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა - ოცნება, რომ გავმხდარიყავი ცოლი და მყოლოდა საკუთარი ოჯახი" - დიანა ღურწკაია გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ სიტყვებს უძღვნის

2025-09-23 12:54:48+04:00

მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ, ქმარი 2023 წლის მაისში დაკარგა. პიოტრ კუჩერენკო მივლინებიდან დაბრუნებისას ცუდად გახდა. თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა, თუმცა ადვოკატის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომღერალმა მეუღლის გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა.

მას შემდეგ დიანა ღურწკაიამ გარდაცვლილ მეუღლეს საჯაროდაც არაერთხელ მიაგო პატივი და საკუთარი ემოციების შესახებ ისაუბრა. ამჯერად, მომღერალმა პიოტრთან ქორწინების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქორწილიდან ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური სიტყვები დაწერა:

diana-gurckaia-2-1758618049.jpg

"20 წლის წინ ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა - ოცნება, რომ გავმხდარიყავი ცოლი და მყოლოდა საკუთარი ოჯახი. ამ ტრაგიკულად მოკლე, მაგრამ ბედნიერმა მოგზაურობამ ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი შესძინა და მასწავლა, თამამად შემედგა ნაბიჯი უსაზღვრო მომავალში, რაც ნამდვილი ბედნიერება აღმოჩნდა." - დაწერა დიანა ღურწკაიამ.

მომღერალმა დაწერა, რომ გარდაცვლილი მეუღლის გვერდით დგომას ყოველთვის გრძნობს:

diana-gurckaia-1-1758618069.jpg

"ამიერიდან, შენი ხელის გარეშე, მაგრამ შენ გვერდით ყოფნის მუდმივი შეგრძნებით, მარადიული სიყვარულის არსებობის შესახებ კითხვას ცრემლიანი ვპასუხობ - "თანახმა ვარ", რადგან შენ ყველაფერი გააკეთე, რომ ამაში დარწმუნებულიყავი. მიყვარხარ, ჩემო სულო." - დაწერა დიანა ღურწკაიამ.

დიანა ღურწკაიას პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომღერალი არაერთმა გულშემატკივარმა გაამხნევა.

diana-gurckaia-6-1758618086.jpg

აღსანიშნავია, რომ დიანა ღურწკაიასა და პიოტრ კუჩერენკოს ერთი ვაჟი, კონსტანტინე ჰყავთ. ბიჭმა 18 წლის იუბილე ზაფხულში აღნიშნა.