"მადლობა, დედა, შენ ყოველთვის გვერდით იყავი!" - "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ემოციური სიტყვები, ცრემლები და... ყველასგან დამალული ცოლ-შვილი - მშობლები

"მადლობა, დედა, შენ ყოველთვის გვერდით იყავი!" - "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ემოციური სიტყვები, ცრემლები და... ყველასგან დამალული ცოლ-შვილი

2025-09-23 14:19:14+04:00

28 წლის ფრანგი ფეხბურთელი უსმან დემბელე "ოქროს ბურთის" ახალი მფლობელია. მან ლამილ იამალი ჩამოიტოვა და გაიმარჯვა. ჯილდოს აღებისას მისი სიტყვები განსაკუთრებით ემოციური იყო. ოჯახზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

„ეს წარმოუდგენელი წელი იყო პსჟ-ში. ბედნიერი ვარ, რომ რონალდინიოსგან ვიღებ ამ ჯილდოს. მადლობას ვუხდი ყველას პსჟ-ში. პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემთვის ბევრს ნიშნავენ.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კლუბს, რომელშიც ვითამაშე... მე ისეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი, როგორებიც არიან ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი.

„ოქროს ბურთი“ ჩემი კარიერული მიზანი არ იყო; თუმცა მისი მოგება განსაკუთრებული რამ არის. მე გუნდში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვმუშაობდი და ისეთი თასის მოგება, როგორიც „ოქროს ბურთია“, მაბედნიერებს... ეს ჯილდო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდისგან მივიღე, ვერ ვიჯერებ. ეს ჯილდო მთელი გუნდის დამსახურებაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, ურს. როცა შესაძლებლობა მაქვს, იქ ვბრუნდები. ჩემი სამეზობლოდან ხალხი დამეხმარა აქ მოხვედრაში...

დედა, მინდა მადლობა გადაგიხადო... შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი, დედა. ჩემი ოჯახისთვის, ჩვენ ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. ყველაფერი გადავიტანეთ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით“...

fbl-award-ballon-dor-2025-1758624504.jpg
დედასთან ერთად

1126570-usman-dembele-1758624503.jpg1126572-usman-dembele-1758624504.jpg

უსმან დემბელე 1997 წლის 15 მაისს დაიბადა საფრანგეთში, ვერნონში. დედამისი მავრიტანიულ-სენეგალური წარმოშობისაა, მამა - მალიდან. უსმანი გაიზარდა მეზობელ ევრეში, სადაც ფეხბურთის თამაში დაიწყო.

13 წლის ასაკში ის რენის აკადემიაში მიიწვიეს. თავდამსხმელი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა იანიკ მენუმ შენიშნა, რომელიც შემდგომში პროფესიონალურ დებიუტამდე ავარჯიშებდა. მწვრთნელი ხშირად აღნიშნავდა, რომ უსმანი თანატოლებზე მაღლა იდგა ყოველთვის და ჩანდა, მას დიდი მომავალი ჰქონდა.

მოგვიანებით, როცა რამდენიმე გუნდი დაინტერესდა მისით, უსმანი "რენის" წინადადებას დათანხმდა, რადგან მხოლოდ ამ გუნდში მიიღეს მისი პირობა -ოჯახისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა: დედა, ძმა და ორი და უსმანთან ერთად ცხოვრობდნენ...

dembele-zolotoj-myach-ne-byl-moej-celyu-v-karere-no-vyigrat-ego-eto-nechto-osobennoe-1758578651778395984-1758624504.jpg

ნელ-ნელა უსმანი ძალიან წარმატებულ ფეხბურთელად იქცა. თუმცა ამბობენ, რომ ბოლოდროინდელ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის მის ცოლს და ზოგადად, დაქორწინების გადაწყვეტილებას.უსმან დემბელემ არაერთხელ აღნიშნა ოჯახის მნიშვნელობა და დაქორწინების შემდეგ ბევრმა შენიშნა ცვლილება მის კარიერაში. ადრე მასთან მაინც ჰქონდათ შენიშვნები მწვრთნელებს, ცხოვრების წესის და დაუფიქრებლობის გამო, მუდმივად ტრავმებს იღებდა და დისციპლინის ნაკლებობას განიცდიდა (მაგალითად, ძალიან ბევრ ვიდეოთამაშს თამაშობდა), ქორწინების შემდეგ კი ბევრად მოზომილი, კონცენტრირებული გახდა, მისი კარიერა აღმა წავიდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჯერ „ბარსელონაში“, ახლა კი - პსჟ-ში.

  • ვინ არის ქალი, ვინც დემბელე შეცვალა?

უსმან დემბელე 2022 წლის დეკემბრიდან მაროკოელ რიმა ედბუშზეა დაქორწინებული. ქალი 1999 წელს იტალიაში მაროკოელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ედბუში სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსლიმი ქალია. მას 300 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, თუმცა იშვიათად აჩვენებს სახეს. მას აქვსტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მუსლიმებისთვის ნივთებს აწარმოებს.

90e0cf0e041dda81a4d1716f451c8-1758624503.webp

რიმა ედბუში და უსმან დემბელე ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ფეხბურთელი „რენში“ თამაშობდა. როგორც ამბობენ, მისმა თანაგუნდელებმაც კი „ბარსელონაში“, სადაც მოგვიანებით უსმანი აღმოჩნდა, მისი შეყვარებულის შესახებ ქორწილის დღემდე არაფერი იცოდნენ.

წყვილის ტრადიციული მაროკოული ქორწილი 2021 წლის 24 დეკემბერს შედგა. მათი ქორწილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ცერემონიის ფოტოების ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. ცერემონიას დემბელეს რამდენიმე მეგობარი და კოლეგა დაესწრო.

the-moroccan-roots-of-fc-barcelona-player-dembele-s-wife-1758624504.jpg

2022 წლის 16 სექტემბერს წყვილს ბარსელონაში ქალიშვილი შეეძინა, რომლის სახელიც უცნობია. პოპულარობის მიუხედავად, დემბელე და მისი მეუღლე სოციალურ მედიაში აქტიურები არ არიან.

untitled-design-69-1754980415654-1758624505.webp

foto-rima-edbouche-mujer-de-dembele-vestida-de-negro-1200-1600-1758624504.webp

d429be9334599a0810eec73662dc7-1758624504.webp