ძილი ერთ-ერთი საბაზისო მოთხოვნილებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ანიჭებს ენერგიას, აღადგენს ძალებს და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ცხოვრების რიტმი სულ უფრო ხშირად იწვევს ძილის დარღვევებს: სტრესული სამუშაო გრაფიკი, გადატვირთული დღის რეჟიმი, დროში გადაადგილება მოგზაურობისას.
ასეთი პრობლემების წინაშე მყოფ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ბუნებრივი დამხმარე, რომელიც ძილის რეჟიმის დარეგულირებაში დაეხმარებათ. სწორედ ასეთ საშუალებად ითვლება მელატონინის – „ძილის ჰორმონის“, დამატებით მედიკამენტად მიღება. ექიმები და მომხმარებლები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია.
მელატონინი ჰორმონია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივადაც გამოიმუშავებს ტვინის ჯირკვლის, ეპიფიზის მეშვეობით. ის პირდაპირ აკონტროლებს ბიოლოგიურ საათს – იმ ციკლს, რომელიც განსაზღვრავს, როდის გვძინავს და როდის ვიღვიძებთ.
როდესაც სინათლე იკლებს და ღამე დგება, ორგანიზმი იწყებს მელატონინის გამომუშავებას, რაც ძილის შეგრძნებას აძლიერებს. სწორედ ამიტომ ბუნებრივი მელატონინის დაბალი დონე ხშირად უკავშირდება უძილობას, ღამის განმავლობაში ხშირად გაღვიძებას და დღის განმავლობაში დაღლილობას.
კვლევები ადასტურებს, რომ მელატონინის დამატებით მიღება განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა დოზა, სპეციალისტები ხშირად ხაზს უსვამენ მელატონინი 3 მგ-იანი ტაბლეტები ყველაზე ოპტიმალურია. ეს დოზა ითვლება ბალანსად - საკმარისია იმისათვის, რომ ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, მაგრამ ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმზე არ მოახდინოს.
სპეციალისტების რეკომენდაციით, მოზრდილებში ყოველდღიური დოზაა ერთი ტაბლეტი ძილის წინ. სასურველია, მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად პერორალურად - მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დალიოთ.
მელატონინის მთავარი ეფექტი ჩაძინებისთვის საჭირო დროის შემცირებაა. როგორც კვლევები აჩვენებს, ძილის წინ მიღებული ერთი ტაბლეტი ამცირებს ჩაძინების პერიოდს და უზრუნველყოფს უფრო ღრმა, ხარისხიან დასვენებას.
გარდა ამისა, მოგზაურობისას, როცა ადამიანი სხვა დროის სარტყელში ხვდება, მელატონინი ხელს უწყობს ახალ გრაფიკთან ადაპტაციას და ამცირებს „ჯეტ-ლაგის“ სიმპტომებს.
მელატონინი მიეკუთვნება იმ დანამატების ჯგუფს, რომელიც შედარებით უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა მაინც არსებობს გარკვეული მითითებები:
ალბათ არ სჭირდება აღნიშვნა, რომ მელატონინი იწვევს ძილიანობას. ამიტომ მისი მიღების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი საჭის მართვა ან ისეთი საქმიანობა, რომლის შესასრულებლადაც კონცენტრირებაა საჭირო (მაგალითად, მანქანა-დანადგარებზე მუშაობა)
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი გვერდითი ეფექტები, მაგალითად - ფაღარათი. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რეკომენდებული დოზის მიღებისას ეს შემთხვევები ძალიან იშვიათია.
რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ - მელატონინის მიღება არაა მიზანშეწონილი პირადი დასკვნის საფუძველზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაძინება გიჭირთ, ან უენერგიობა გაწუხებთ, მედიკამენტების მიღება საკუთარ თავს არ უნდა დაუნიშნოთ. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან და გამოიკვლიეთ, რა შეიძლება იწვევდეს თქვენს ამ პრობლემებს. სწორედ ექიმმა უნდა განსაზღვროს, ნამდვილად ეს დანამატი გჭირდებათ, თუ რაიმე სხვა, ან ამავე დანამატის სხვა დოზა ან ფორმა.
პაციენტები ხშირად ირჩევენ ამ მელატონინს რამდენიმე მიზეზის გამო:
ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღიანი მიღების შემდეგ ჩაძინების დრო მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო დილით გაღვიძებისას უფრო ენერგიულები არიან. სწორედ ეს პრაქტიკული გამოცდილება აქცევს მელატონინის 3 მგ ტაბლეტს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ქართულ ბაზარზე.
მელატონინი არ არის სასწაულმოქმედი აბი, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის. ის საუკეთესო შედეგს იძლევა მაშინ, როცა კომბინირებულია ცხოვრების ჯანსაღ წესთან:
მნიშვნელოვანია მომხმარებელმა გაიაზროს, რომ მელატონინი არის დანამატი და ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან კვებას ან ჯანსაღ ჩვევებს. თუმცა, სწორად გამოყენებისას ის შეიძლება გახდეს საუკეთესო დამხმარე ორგანიზმის ბუნებრივი ბიოლოგიური რიტმის აღსადგენად.
R