სილამაზის კონკურსზე Miss Grand International საქართველოს წარმომადგენელი 12-წლიანი პაუზის შემდეგ წარდგება. საქართველოს სახელით მასზე თეონა კბილაშვილი წეარსდგება, რომელიც Miss Grand Georgia 2025-ის გამარჯვებულია.
თეონა ნიუ-იორკში საქმიანობს, როგორც ტოპმოდელი.
2023 წელს იგი დაჯილდოვდა პრემიით, როგორც საერთაშორისო ტოპ-მოდელი, ხოლო 2024 წელს მიიღო პრესტიჟული „OSA Award New York“-ის ტიტული. 2025 წელს დაიკავა „Miss Grand Central New York“-ის ტიტული, სადაც ამერიკის საუკეთესო 20 კონკურსანტს შორის მოხვდა.
„15 წლის ჩამოვედი ამერიკაში, სკოლა ამერიკაში დავამთავრე, ვისწავლე ბიოლოგია და მეცნიერება. ასევე მიყვარს ხატვა ხელოვნება და ცეკვა. 7 წელია აქტიური მოდელი ვარ. ბოლო 4 წელია New York Fashion weeks-ში ვმონაწილეობ. 2 წელია სილამაზის კონკურსებზე გავდივარ. ვმოგზაურობ მსოფლიოს ქვეყნებში შოუების მიხედვით. დუბაიში დამაჯილდოვეს. იაპონიაში მიწვევით მასტერკლასები ჩავატარე და ასევ გავხდი კონკურის ამბასადორი, სადაც ახალგაზრდებს სამოდელო საქმიანობის დაწყებაში ვეხმარებით. ასევე ვარ ბრენდების ამბასადორი ნიუ იორკში. წელს მის გრანდ ამერიკაზე ნიუ-იორკის წარმომადგენელი ვიყავი, რის ტიტულსაც ვფლობ . ამჟამად ინტერნაციონალურ კონკურსზე საქართველოს წარვადგენ,“ - ამბობს თეონა კბილაშვილი.
საერთაშორისო კონკურსზე ტაილანდში ის ოქტომბერში გაემგზავრება.
მისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
Miss Grand International არის თანამედროვე საერთაშორისო სილამაზის კონკურსია, რომელიც 2013 წელს ტაილანდში დაარსდა. ის ტრადიციული სილამაზის სტანდარტებთან ერთად იდეებითა და სოციალურ-ჰუმანიტარული მისიის მქონე მესიჯებით გამოირჩევა. ეს კონკურსი არა მხოლოდ გარეგნული სილამაზის დემონსტრირებას ემსახურება, არამედ ცდილობს, ახალგაზრდა ქალები წარმოაჩინოს როგორც განათლებული, საზოგადოებრივ საქმეებში ჩართული, თანამედროვე რეალობაზე ორიენტირებული და ბიზნეს-მიმართულებების მქონე პიროვნებები. ორგანიზატორები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარია ოთხი კომპონენტის გაერთიანება: სილამაზე, სხეული, გონება და ბიზნესი, რასაც „4B“ კონცეფციად მოიხსენიებენ. ფინალური ეტაპები მოიცავს როგორც კლასიკურ შოუებს საღამოს კაბებითა და საცურაო კოსტიუმებით, ასევე ინტერვიუებსა და დებატებს, სადაც მათ საკუთარი აზრისა და არგუმენტაციის უნარის წარმოჩენა უწევთ. გამარჯვებული მხოლოდ ტიტულის მფლობელი არ ხდება – მას ევალება კონკურსის სახედ იქცეს, სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაუროს, ითანამშრომლოს საქველმოქმედო და მშვიდობის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცეს და კონკურსის იდეები ფართო საზოგადოებას გაუზიაროს.