არასრულწლოვანის დათრობა ან მისი დათრობისთვის ხელის არშეშლა დასჯადია - რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მშობელს ან სხვა ზრდასრულს, რომელსაც ბავშვის მეთვალყურეობა ევალებოდა - მშობლები

არასრულწლოვანის დათრობა ან მისი დათრობისთვის ხელის არშეშლა დასჯადია - რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მშობელს ან სხვა ზრდასრულს, რომელსაც ბავშვის მეთვალყურეობა ევალებოდა

2025-09-25 10:29:35+04:00

ბევრმა მშობელმა შეიძლება არ იცის, რომ არასრულწლოვანის დათრობა დასჯადია. ამ თემაზე დეტალურად ადვოკატი გივი კაკუშაძე საუბრობს.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდწქსის 170-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის დათრობა ან/და იმ პირის ან მშობლის მიერ არასრულწლოვანის დათრობის არაღკვეთა, რომელსაც ევალებოდა არასრულწლოვანის მეთვალყურეობა, გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 300 ლარით", - აცხადებს ადვოკატი.

ბავშვის დათრობა, მანქანაში მარტო დატოვება და კიდევ 6 სიტუაცია, რაზეც შეიძლება მშობლებს უჩივლონ
8 წლის ბავშვი გათიშული მთვრალი მოიყვანეს, თურმე ბაბუამისი ვაჟკაცად ზრდის - ბავშვთა რეანიმატოლოგი მშობელთა შეცდომებზე