თამუნა ვაშალომიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში გაამხილა, რომ ქმარს დაშორდა, ამჯერად თავის გვერდზე მიმართავს საზოგადოებას:
"ისეთი რთული პერიოდი მაქვს, არ ვფიქრობ... არ მინდა ვიფიქრო. ურთულეს გზას გავდივარ მარტის მერე... ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ... ხანდახან მიკვირს, ჩემს სთორებს რომ ვუყურებ, როგორ ვარ ეგეთი, როგორ ვახერხებ ავდგე, ვიმუშაო, ბავშვებს ვეთამაშო, ნერვები მქონდეს... ვცდილობ და როცა ლაივში შემოვალ, არ მკითხოთ არაფერი. ჩემთვის მტკივნეულია. მოვა დრო, როცა აღარ ვიფიქრებ..."