"დადუს მე-4 დაბადების დღე..." - რა კადრებს აქვეყნებს ნატალია ქუთათელაძე შვილის დღეობიდან - მშობლები

"დადუს მე-4 დაბადების დღე..." - რა კადრებს აქვეყნებს ნატალია ქუთათელაძე შვილის დღეობიდან

2025-09-25 11:52:11+04:00

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე შვილის დღეობიდან ფოტოებს აქვეყნებს. სანდრო 4 წლის გახდა და მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა ეს დღე.

dadus-4th-bday-1-1758787255.jpg

dadus-4th-bday-1758787256.jpgdadus-4th-bday-4-1758787255.jpgdadus-4th-bday-3-1758787255.jpgdadus-4th-bda-2-1758787255.jpgdadus-4th-bday-5-1758787255.jpg

ნატალია რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.

ნატალიამ არაერთხელ ისაუბრა ამ თემაზე, და მისი თქმით, ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს:

"მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის..."