მას მერე, რაც ხვიჩა "პსჟ"-ში გადავიდა სათამაშოდ და ოჯახით პარიზში დასახლდა, მისი მშვენიერი მეუღლე ნიცა თავაძე უფრო აქტიურად გამოჩნდა. შვილის გაჩენის შემდეგ ნიცა ფორმაშიც მალე ჩადგა და ჯერ ფრანგული გამოცემისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მერე კი პარიზში, PSG-ს ყოველწლიურ საქველმოქმედო გალასაღამოზე გამოჩნდა.
გალაღონისძიებაზე ნიცამ შავი ტანზე მომდგარი კაბით გაიბრწყინა. მკვეთრი სამკაულები არ ამშვენებდა, მთავარი სამკაული ჯვარი იყო, ვერცხლისფერი საყურეები, ამავე ფერის სამაჯური და საათი.
ნიცას უბრალო, სადა სტილს ხშირად აღნიშნავენ. ის არც მანერულობით გამოირჩევა, მეუღლის გვერდით მშვიდი და ღიმილიანი ჩნდება საზოგადოებაში.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს - დამიანე, რომელიც დედასთან ერთად ხშირად ესწრება თამაშებს.