აქციის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ მხოლოდ პირველ დღეს მკითხველებმა არჩილ მუსელიანცისადმი სოლიდარობის ნიშნად წიგნების რეკორდული რაოდენობა, 1140 წიგნი შეიძინეს.
გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მკითხველებს, რომლებიც საერთო მიზნისა და იდეის გარშემო გაერთიანდნენ და, ამავდროულად, ვთხოვოთ, დაგვეხმარონ ამ წამოწყების კიდევ უფრო მეტი ადამიანისათვის გაზიარებაში.შეგახსენებთ, რომ სტუდენტი პატიმრის მხარდასაჭერად, ფრანც კაფკას „პროცესის" ლიმიტირებული გამოცემის შეძენა „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში შემდეგი პირობებით შეგიძლიათ:
· შეიძინე წიგნი იმ ფასად, რაც შენთვის მისაღებია. ფასი 1 ლარიდან.
· 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას.
· 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება არჩილ მუსელიანცს.
· ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი წიგნი.
გადაიხადე რამდენიც გინდა და დაუჭირე მხარი არჩილ მუსელიანცს წარმატების გზაზე!
R