"ბენზინიც შეასხა და მჟავაც, ასევე აქვს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები..." - კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები - მშობლები

"ბენზინიც შეასხა და მჟავაც, ასევე აქვს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები..." - კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

2025-09-25 20:00:03+04:00

უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლწაკიდებული ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. მისი დახმარება მეზობელმა სცადა, მან ცეცხლი ჩააქრო, უმძიმესი დამწვრობით დაშავებული ქალი სასწრაფოს ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. თათია ლომინაძე ახლა სიკვდილს ებრძვის.

კლინიკის ექიმის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის ძლიერი დამწვრობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმი ადასტურებს იმასაც, რომ მას ჭრილობაც აქვს სხეულზე.

"კასპიდან არის გადმოყვანილი დამწვრობით, ბენზინიც შეასხა და მჟავაც, ასევე აქვს ბასრი საგნით მიყენებულო ჭრილობებიც. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა" - ამბობს ექიმი.

შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დამნაშავე, ზურაბ ბურდული. პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა და წყვილს ჰყავდათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა. დაშორების მიუხედავად ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მოდიოდა გოგოს სახლში და აწიოკებდა ოჯახს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. განაგრძეთ კითხვა