როგორი დედამთილია სოფი ლორენი და რატომ ცხოვრობენ ცალ-ცალკე მარიამი და კარლო - მარიამ შარმანაშვილის გულახდილი პასუხები - მშობლები

როგორი დედამთილია სოფი ლორენი და რატომ ცხოვრობენ ცალ-ცალკე მარიამი და კარლო - მარიამ შარმანაშვილის გულახდილი პასუხები

2025-09-26 08:42:04+04:00

მარიამ შარმანაშვილი გამომწერების შეკითხვებს პასუხობს სოფი ლორენთან ურთიერთობასა და კარლოსთან ხშირ განშორებებზე.

- ადამიანებს უკვირთ, რატომ არის ახლა კარლო სხვა ქვეყანაში და მე - აქ. კარლოს პროფესიიდან გამომდინარე ისედაც ხშირად უწევს გასტროლებზე, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა. გარდაუვალია, რომ ხანდახან მოგვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა და ამ აზრს შეგუებული ვართ მეც და კარლოც. ჯერჯერობით კარგად ვუმკლავდებით ამ გამოწვევას. ხანდახან საჭიროც კია წყვილებისთვის დისტანცია, საინტერესოსაც კი ხდის ურთიერთობას. უფრო მეტი მონატრებაა, უფრო დიდხანს გრძელდება აღფრთოვანების მომენტი... ჩვენ ყოველდღიური და აქტიური ურთიერთობა გვაქვს.

თუ სად გეგმავს მომავალში ცხოვრებას, მარიამი ამაზე პასუხობს:

- პერსპექტივაში, თუ ყველაფერი დამშვიდდა, ვისურვებ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას. გულწრფელად ვამბობ.

სოფი ლორენის დედამთილობას რაც შეეხება, მარიამის პასუხი ასეთია:

- არის ძალიან უშუალო, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი. ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი ადამიანი გახდა ჩემი ოჯახის წევრი, უფრო სწორად - მე გავხდი ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი.

სოფი ლორენის ოჯახური დაბადების დღე ქართველ რძალთან ერთად - კინოს ლეგენდა 91 წლის გახდა (ვიდეო)