საუკეთესო გოგრის ღვეზელისა და ტარტის რეცეპტი - სეზონის ყველაზე სასარგებლო დესერტი - მშობლები

საუკეთესო გოგრის ღვეზელისა და ტარტის რეცეპტი - სეზონის ყველაზე სასარგებლო დესერტი

2025-09-26 10:08:58+04:00

ამერიკაში გოგრის ღვეზელი ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან ტრადიციული შემოდგომის კერძი იყო.დღეს გოგრით უამრავი სახეობის პური და ნამცხვარი მზადდება. გოგრის პიურე ემატება ცომს ან, პირიქით, ბოსტნეული გამოიყენება შიგთავსის მოსამზადებლად. მაგრამ თუ ჯერ არ გიცდიათ გოგრის ღვეზელი, გირჩევთ დაიწყოთ ყველაზე მარტივი რეცეპტით, მანანის ბურღულით და კეფირით.

ინგრედიენტები:

გოგრა — 250 გ

კეფირი 3,2 % — 200 მლ

მანის ბურღული — 300 გ

გამაფხვიერებელი — 1,5 ჩაის კოვზი

1 ლიმონის ცედრა

მარილი — 2 მწიკვი

ვანილინი — გემოვნებით

მომზადება:

გოგრა დაჭერით პატარა ნაჭრებად და შემდეგ დააბლენდერეთ. თუ რბილობი ძალიან მკვრივია, შეგიძლიათ ჩაის კოვზი კეფირი დაუმატოთ ან რამდენიმე წუთით ორთქლში წამოხარშოთ.

შემდეგ ცალკე თასში მიქსერით აურიეთ ყველა ინგრედიენტი — გოგრის პიურე, კეფირი, მანანის ბურღული, ერთი ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი და სანელებლები. დააყოვნეთ ცომი სითბოში, რათ მანანის ბურღული გაფუვდეს.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

გადაიტანეთ ცომი ზეთით დამუშავებულ საცხობ ფორმაში.აცხვეთ 35–40 წუთის განმავლობაში. ღვეზელი უნდა გამოვიდეს ნოტიო, მაგრამ მკვრივი მანის ბურღულის წყალობით.

გოგრის ტარტი

ინგრედიენტები

ცომისთვის:

  • ფქვილი – 250 გ

  • ცივი კარაქი – 125 გ

  • შაქრის პუდრა – 2 სუფრის კოვზი

  • კვერცხის გული – 1 ცალი

  • ცივი წყალი – 2 სუფრის კოვზი

  • მარილი – ერთი მწიკვი

შიგთავსისთვის:

  • გოგრის პიურე – 400 გ

  • კვერცხი – 2 ცალი

  • ნაღები (ან კეფირი) – 150 მლ

  • ყავისფერი შაქარი – 120 გ

  • დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი

  • მუსკატის კაკალი – ნახევარი ჩაის კოვზი

  • ვანილი – გემოვნებით

  • ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა – სურვილისამებრ

მომზადება:

ერთმანეთში არეულ ფქვილს, შაქრის პუდრასა და მარილს დაუმატეთ ნაჭრებად დაჭრილი ცივი კარაქი და ხელით ან ბლენდერით მოამზადეთ ქვიშის მსგავსი მასა. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და ცოტა ცივი წყალი, სანამ ცომი შეიკვრება. მიღებული ცომი გაახვიეთ პარკში და შედგით მაცივარში 30 წუთით.

შემდეგი ეტაპია შიგთავსის მომზადება. ჯერ გაამზადეთ გოგრის პიურე – მოხარშეთ ან ღუმელში გამოაცხვეთ გოგრა და დააბლენდერეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღები, სანელებლები და ბოლოს გოგრის პიურე.

მაცივარში დაყოვნებული ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ტარტის ფორმაში, გაასწორეთ კიდეები. ძირზე ჩანგლით ოდნავ დაჩხვლიტეთ და წინასწარ გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 180°C ტემპერატურაზე.

შემდეგ ცომში ჩაასხით მომზადებული გოგრის მასა და აცხვეთ 35–40 წუთის განმავლობაში იგივე ტემპერატურაზე, სანამ შიგთავსი გამაგრდება, თუმცა მაინც რბილი და ნაზი დარჩება.

ბოლოს ტარტი გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე და სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა, დაამატეთ კარამელის სოუსი ან მორთეთ ნიგვზითა და ნუშით.