ქართველი ქალისა და აფრიკელი კაცის ქორწილი შორეულ კონტინენტზე - "ერ­თად "გა­მო­ვა­ცხვეთ" ჩვე­ნი აფ­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი" - მშობლები

ქართველი ქალისა და აფრიკელი კაცის ქორწილი შორეულ კონტინენტზე - "ერ­თად "გა­მო­ვა­ცხვეთ" ჩვე­ნი აფ­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი"

2025-09-26 12:02:29+04:00

"ჩვენ შემოდგომაზე დავოჯახდით, ხელი მოვაწერეთ. ქორწილის დრო ნორმალურად არ დაგვრჩა, მუდმივი ტურების გამო და სრულყოფილ, აფრიკულ ქორწილს სექტემბერში ვაპირებთ... აფრიკული, ცოტა გიჟური ქორწილი იქნება. აფრიკული სამოსი, მუსიკა, აფრო მოცეკვავეები. ეს არ იქნება აქ პირველი ქართული ქორწილი. 2024 წლის შემოდგომაზე თავად დავაორგანიზე პირველი ქართველი წყვილის ქორწილი ზანზიბარში. სექტემბერში მეორე ქართული ქორწილი იქნება ჩვენი; რა თქმა უნდა ახლაც ასე დავიწყებთ - ვისია, ვისია ქალი ლამაზი.. იქნება ქართული ელემენტები, შემდეგ აფრიკული, ძალიან ლაღი და მხიარული. ქორწილის მთავარი მუხტი - ადგილობრივი ცნობილი მოცეკვავეები იქნებიან; რეჟისურაც და სრულიად დადგმა მათზე მაქვს მინდობილი" - გვითხრა ნათია ალექსიშვილმა წინა ინტერვიუში, რომელიც მასთან ჯერ კიდევ ზაფხულში ჩავწერეთ...

მისი საოცნებო ქორწილი სულ ახლახან გაიმართა და ამჯერად ნათია ალექსიშვილი ქორწილის შედეგად გამოწვეულ ემოციებს ზანზიბარიდან გვიზიარებს...

- ჩემი და რედის ოფიციალური ქორწინებიდან ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ყოველდღიურობაში ვათვითცნობიერებდი, რომ გვერდით მყავს საოცნებო, არარეალურად კარგი ადამიანი; მივხვდი რომ ნამდვილად იყო აღსანიშნი ამ ადამიანის აღმოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანი - სიმყუდროვე, ყურადღებიანი, კედელი და მოკლედ ადამიანი დღესასწაული! ვახსენე თუ არა ქორწილი, მისი, ასევე ყურადღებიანი და ფუსფუსა სამეგობრო მყისვე ჩაერთო სამზადისში, სრულიად ზანზიბარის "სელებრითები" გიჟები და გადარეულები.

არასდროს მქონია სურვილი სტანდარტული ქორწილის და შესაბამისად ერთად "გამოვაცხვეთ" ჩვენი აფრიკულ-ქართული ქორწილი, დაწყებული ჩვენივე ტრადიციულ-ზანზიბარულ ნავზე "ვისია ვისია ქალი ლამაზით" და გაგრძელებული აფრო-კლუბ კოკობელოში, რომლის იტალიელი მეპატრონე, ნიკოლიც, ენერგიულად ჩაერთო სამზადისში და აგვყვა თავისი ჭრელი იდეებით. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები